|
2024-11-09 16:44:23, 412 ნახვა
პოლიტიკა
გვარამია - ნუ იღელვებთ იმაზე, რომ ყოველდღე ასიათას ადამიანს ქუჩაში არ ხედავთ
ეგობრებო, ნუ იღელვებთ იმაზე, რომ ყოველდღე ასიათას ადამიანს არ ხედავთ ქუჩაში, მთავარია ცივ გონებაზე მიღებული გეგმაზომიერი ქმედებები და ყოველდღიური შრომა იმისთვის, რომ დავამარცხოთ ხმის მიმთვისებლები,- ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ ჟურნალისტებს უნივერსიტეტის მეტროს მიმდებარე გამართულ მსვლელობის დროს განუცხადა. გვარამიას თქმით, ხელისუფლება დისკომფორტს ყოველდღე იგრძნობს და იმდენად, რომ მას მოუწევს წასვლა. "ამომრჩეველი უნდა ელოდოს იმას, რასაც ხმა მისცა - საქართველოში ცვლილებებს. ეს ცვლილებები იქნება ყველა ვარიანტში, ჩვენ დავუბრუნებთ ქართველ ხალხს მათ ხმას და რაც მთავარია, ჩვენ დავიბრუნებთ სამშობლოს, გამორიცხულია, რომ სხვანაირად მოხდეს! მეგობრებო, ნუ იღელვებთ იმაზე, რომ ყოველდღე ასიათას ადამიანს არ ხედავთ ქუჩაში, მთავარია ცივ გონებაზე მიღებული გეგმაზომიერი ქმედებები და ყოველდღიური შრომა იმისთვის, რომ დავამარცხოთ ხმის მიმთვისებლები და რეალურად, კონსტიტუციური გადატრიალების ავტორები, ანუ "ქართული ოცნება". "ქართულ ოცნებას" ეს არ შერჩება! საერთაშორისო მხარდაჭერა გვაქვს, მაგრამ ზუსტად ვიცოდეთ, რომ გადაწყვეტილებას ვიღებთ ჩვენ, ქართველი ხალხი, ამიტომ აღვიჭურვოთ მოთმინებით და არ დაგვეზაროს ყოველდღიური რუტინული შრომა სამშობლოს დასაბრუნებლად. რაც შეეხება მსვლელობას, მსვლელობა დასრულდება იმ მიმართულებით, საითკენაც ჩვენ წავალთ, გამოგვყევით და ნახავთ. ყოველდღე საქართველო, თბილისი აუცილებლად იქნება ჩაბმული საპროტესტო მოძრაობაში",- განაცხადა გვარამიამ.
აშშ უკრაინას 500 პატრიოტის ტიპის რაკეტას გადასცემს.
რუსული ტანკერები აშშ-ისკენ მიემართებიან, თუმცა კომპანიები გამოძიების შიშით, უარს ამბობენ საწვავის შეძენაზე, თუნდაც ფასდაკლებით
ტრამპი: მე არ დამიწყია ომი ირანთან, მათ დაიწყეს ჩვენთან ომი
საქართველოს ბანკის YouTube პროექტის - CREATOR-ის მეორე სეზონი იწყება
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)