07:51 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-27 11:34:03, 702 ნახვა

სამართალი
შსს-მ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო.

როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1989 წელს დაბადებული დავით დ. თბილისში, სენაკის ქუჩაზე დააკავეს.

„შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს დამნაშავეთა სამყაროს წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1989 წელს დაბადებული დავით დ. თბილისში, სენაკის ქუჩაზე დააკავეს.

სამართალდამცველებმა, დავით დ-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, „ა-კა-ემ“-ის მოდელის არარეგისტრირებული ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, „მაკაროვის“ სისტემის 3 პისტოლეტი, კუსტარული წესით დამზადებული 1 რევოლვერი და 82 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით).





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინმა „აღდგომის ზავი“ გამოაცხადა
ჰიპ-ჰოპის პიონერი აფრიკა ბამბაატა გარდაიცვალა
მოლდოვა ოფიციალურად ტოვებს დსთ-ს
ევროკომისია აპირებს, უნგრეთისგან კრემლისთვის ინფორმაციის გაჟონვის შესახებ ახსნა-განმარტება მოითხოვოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics