2024-11-08 16:43:05, 366 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე - საქართველოში ჩატარებული არჩევნები ხარისხობრივად მოლდოვისა და აშშ-ის არჩევნებს ბევრად აღემატებოდა
საქართველოში ჩატარდა უმაღლესი ხარისხის არჩევნები,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
როგორც კობახიძემ აღნიშნა, საქართველოში ჩატარებული არჩევნები ხარისხობრივად მოლდოვისა და ამერიკის შეერთებული შტატების არჩევნებს ბევრად აღემატებოდა.
"საქართველოში ჩატარდა უმაღლესი ხარისხის არჩევნები, თქვენ აიღეთ იგივე მოლდოვის და აშშ-ის არჩევნები, ხარისხობრივად ქართული არჩევნები ბევრად აღემატებოდა არჩევნებს როგორც ერთ, ისე მეორე ქვეყანაში. ჩვენ 2012 წლიდან დავამკვიდრეთ დემოკრატიული არჩევნების ჩატარების პრაქტიკა",- განაცხადა კობახიძემ.
ავტორი: ექსპრესნიუსი,