09:05 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-11-08 15:40:03, 361 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე - არავითარი დამოუკიდებლობა ე.წ. ოპოზიციას არ აქვს - უცხოური აგენტები არიან

არავითარი დამოუკიდებლობა ე.წ. ოპოზიციას საქართველოში არ აქვს, ისინი უბრალოდ არიან უცხოური აგენტები,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, „როდესაც მოდიოდა მოთხოვნა, რომელსაც ხელისუფლება არ ითვალისწინებდა, რადგან იცავდა ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს, მეორე დღეს ქუჩაში გამოჰყავდათ ოპოზიცია, რაც ნათლად მიუთითებს პირდაპირ კომუნიკაციაზე“.

„მუდმივად ასე ხდებოდა, როცა ომის თემებს ეხებოდა საუბრები, როცა სანქციების დაწესებას, ან თვითმფრინავებით მებრძოლი მოხალისეების გაგზავნას, სულ ასე იყო, მოდიოდა რაღაც მოთხოვნა, არ ვაკეთებდით, რადგან ვიცავდით საკუთარი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს, მეორე დღეს კი ქუჩაში გამოჰყავდათ ოპოზიცია და ქუჩაში ითხოვდნენ იმავეს.

აქ ჩანს, რომ არის პირდაპირი კომუნიკაცია. არავითარი დამოუკიდებლობა ამ პოლიტიკურ პარტიებს, ე.წ. ოპოზიციას საქართველოში არ აქვს, უბრალოდ ისინი არიან უცხოური აგენტები, რასაც ჩასძახებენ, იმას ამოსძახებს, ხაზარაძის სიტყვებით რომ ვისაუბროთ",- თქვა კობახიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics