09:07 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-11-08 14:42:22, 355 ნახვა

პოლიტიკა
პაპუაშვილი - წმინდა ილია მართალი ზეციური საქართველოდან ხარობს იმის შემყურე, რომ თავის მამულს დაცულსა და დამოუკიდებელს ხედავს

დარწმუნებული ვარ, წმინდა ილია მართალი ზეციური საქართველოდან იყურება და ხარობს იმის შემყურე, რომ ხედავს თავის მამულს დაცულს, სუვერენულსა და  დამოუკიდებელს,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ილიაობის დღესთან დაკავშირებით განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, “ახალგაზრდა ილიამ მოახერხა მარადიული ფორმულით - მამული, ენა, სარწმუნოება - ის არსი გამოეხატა, რაც ასე ნათლად აღწერს სრულიად საქართველოს, გვახსენებს ვინ ვართ ჩვენ, ვინ ვიყავით გუშინ და ვინ უნდა ვიყოთ ხვალ“.

“187 წლის წინ საქართველოს მოევლინა ადამიანი, რომელსაც ურთულეს დროში, ბობოქარი იმპერიების აღზევებისა და ერთა ასიმილაციის ხანაში, ათასობით წლის განმავლობაში ნაომარ, ნაშრომ, წინაპართაგან დატოვებულ მიწაზე თავიდან უნდა განესაზღვრა, თუ რას ნიშნავს იყო ქართველი, როგორ უნდა ვიცხოვროთ ინდუსტრიული ტექნოლოგიების ცვლილების დროში და სადაა ის სხვა ვარსკვლავი, რომელსაც უნდა მივდიოთ.

ამ ღირსშესანიშნავ დღეს, დარწმუნებული ვარ, რომ წმინდა ილია მართალი იყურება ზეციური საქართველოდან და ხარობს. ხარობს იმის შემყურე, რომ ხედავს თავის მამულს დაცულს, სუვერენულს, დამოუკიდებელს, ფეხზე მდგომს, წინ მავალს, საკუთარი ბედის მჭედელს და საიმედო ხელში მყოფს. ის სამი ღვთაებრივი საუნჯე, რომელიც წინაპართაგან მიიღო სრულიად საქართველომ, რომელსაც მოუარა, მიხედა, ააღორძინა და ჩვენ გადმოგვცა ილია ჭავჭავაძემ, დღეს ჩვენი საპატრონოა, ჩვენი მოსავლელი და განსამტკიცებელია. სრულიად ახალგაზრდა ილიამ მოახერხა მარადიული ფორმულით - მამული, ენა, სარწმუნოება - გამოეხატა ის არსი, რაც ასე მარტივად, ასე ნათლად აღწერს სრულიად საქართველოს, გვახსენებს ვინ ვართ ჩვენ, ვინ ვიყავით გუშინ და ვინ უნდა ვიყოთ ხვალ“,- აღნიშნა პაპუაშვილმა.

პაპუაშვილმა საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ “საქართველომ ამ არჩევნებზე აირჩია ხელისუფლება, რომელიც მეტი სიმტკიცით, ეროვნულობით, საკუთარი მნიშვნელობისა და ღირსების დაცვით აპირებს, ქართული იდენტობისა და სახელმწიფოს განმტკიცების საქმე ახალ სიმაღლეზე აიყვანოს“.

“დღეს ჩვენი შეკრება მოხდა იმ ფონზე, როდესაც საქართველოში სულ ახლახან ჩატარდა საპარლამენტო არჩევნები, თავისი არსით და შინაარსით უფრო მეტი, ვიდრე უბრალოდ არჩევნები. სულ ახლახან ქართველმა ერმა, ცალსახად და სრული უმრავლესობით, მხარი დაუჭირა ქვეყნის გადარჩენას, ქვეყნის დაცულობას, განვითარებას, მოძლიერებას და წინსვლას ამ მართლაც ურთულეს დროში.

საქართველომ ამ არჩევნებზე აირჩია ხელისუფლება, რომელიც მეტი სიმტკიცით, ეროვნულობით, საკუთარი მნიშვნელობისა და ღირსების დაცვით აპირებს, ახალ სიმაღლეზე აიყვანოს ქართული იდენტობისა და სახელმწიფოს განმტკიცების საქმე.

უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდვნის. ჩვენ გამო სხვა თავს არ მოიკლავს; ჩვენ გამო არავინ გასწირავს საკუთარს; უნდა ვიცოდეთ, რომ ის, რაც გვაბადია, ჩვენივე საპატრონოა. ჩვენ ამის პასუხისმგებლობა გვაკისრია როგორც წინაპრების, ასევე ჩვენი შვილებისა და მომავლის წინაშე“,- განაცხადა პაპუაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics