09:03 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-11-08 14:30:01, 339 ნახვა

პოლიტიკა
პაპუაშვილი - დღევანდელი აწმყო არის სწორედ ის მომავალი, რომელზეც ილია ჭავჭავაძე ოცნებობდა

როგორც ყველა დროში, ისე დღესაც, ჩვენ ვართ მომსწრე ბოროტებისა და შურისძიების წყურვილით აღვსილი ადამიანებისა, რომლებიც მზად არიან, ყოველი საშუალებით უმტრონ ქვეყანას - სწორედ ასეთი ადამიანებისგან ნასროლი ტყვია მოხვდა ბევრ ქართველს და პირველ რიგში, ილიას,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ილიაობის დღესთან დაკავშირებით განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, “დღევანდელი აწმყო არის სწორედ ის მომავალი, რომელზეც ილია ოცნებობდა“.

 “ტყვიები დღესაც ზუზუნებენ, ხილულიც და უხილავიც. ამ ტყვიების სამიზნე დღეს, უპირველეს ყოვლისა, ადამიანების გონებაა. ცდილობენ სიცრუით, ტყუილით, ორპირობით ადამიანთა გონების არევას, ფიზიკური რეალობის უარყოფას, სამშობლოზე წინ სხვათა ინტერესების დაყენებას. ეს არის ჩვენი აწმყო, ჩვენი სირთულეები თუ გამოწვევები, რასაც თვალი უნდა გავუსწოროთ. მაგრამ არსებობს ერთი დიდი განსხვავება, დღევანდელ საქართველოსა და საუკუნე-ნახევრის წინანდელ საქართველოს შორის. დღევანდელი აწმყო არის სწორედ ის მომავალი, რომელზეც ოცნებობდა ილია, რომლის აწმყოც იყო ყამირი მიწა და სწორედ მას ხვდა წილად ამ ყამირის გატეხვის და საძირკვლის ჩაყრის ღვაწლი. სწორედ ილიას მიერ ჩაყრილ საძირკველზე აღმოცენდა ქართული სახელმწიფო, ქართული ცნობიერება და პატრიოტული განცდა. დღეს კი ჩვენი თაობის შესაძლებლობაა, რომ დაწყებული საქმე დავასრულოთ, შევქმნათ ისეთი მყარი სახელმწიფო, სამოქალაქო განცდით, ეროვნული თვითშეგნებით, სამშობლოს სიყვარულით, რომელიც ჩვენი ქვეყნის ისტორიაში არაერთ ოქროს ხანას დაუდებს სათავეს. ილიას საქართველო ვართ აქ. დღევანდელი დღე, ჩვენი აწმყო, არის მისი კვალი, ჩვენ ვართ მისი გზის გამგრძელებლები და ივერია იბრწყინებს ჩვენი ყველას ხელით“,- განაცხადა პაპუაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics