09:06 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-11-08 13:21:44, 373 ნახვა

პოლიტიკა
„განხილვის ერთ-ერთი საგანი საერთაშორისო გამოძიების საკითხი იყო“ - ოპოზიციონერმა ლიდერებმა ევროკავშირის ელჩთან შეხვედრა გამართეს

განხილვის ერთ-ერთი საგანი იყო სწორედ საერთაშორისო გამოძიების საკითხი,- ამის შესახებ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავამ საქართველოში ევროკავშირის ელჩისა და ოპოზიციონერი ლიდერების შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

როგორც ბოკუჩავამ „TV პირველთან“ საუბრისას აღნიშნა, ამ შემთხვევაში ყველაზე მიზანშეწონილი ევროკავშირის ჩართულობაა.

„განხილვის ერთ-ერთი საგანი იყო სწორედ საერთაშორისო გამოძიების საკითხი იმიტომ, რომ ყველას ესმის - საქართველოს პროკურატურის პირობებში შეუძლებელია დამოუკიდებელი გამოძიების ჩატარება. სახელმწიფოს ყველა ინსტიტუტი, გარდა პრეზიდენტის ინსტიტუტისა, არის მიტაცებული და ტოტალური კონტროლის ქვეშ. ამიტომ, გამოძიება შეიძლება, ჩატარდეს მხოლოდ საერთაშორისო აქტორების ჩართულობით და ამ შემთხვევაში ყველაზე მიზანშეწონილია ევროკავშირის ჩართულობა, რადგან საქართველო არის კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყანა... 

ბუნებრივია, ელჩის ნაცვლად ვერ ვისაუბრებ. ის თავად გააკეთებს მედიასთან კომენტარს. ერთი რამ ნათელია, ევროკავშირის არცერთი წევრი ქვეყანა არ აღიარებს არჩევნების შედეგებს და არ ულოცავს მთავრობას“,- აცხადებს ბოკუჩავა. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics