22:24 - 03 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-27 09:42:06, 627 ნახვა

კომენტარი
ხიდაშელი: სუს-ის თვალთვალის ქვეშ მყოფ ადამიანებს შუა ქუჩაში ცეცხლსასროლი იარაღით თავს არ ესხმიან

სუს-ის თვალთვალის ქვეშ მყოფ ადამიანებს შუა ქუჩაში და შუა დღეზე ცეცხლსასროლი იარაღით თავს არ ესხმიან, - ასე უპასუხა თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა "TV პირველის" ეთერში, უკანონო თვალთვალის შესახებ დასმულ შეკითხვას.

როგორც ხიდაშელმა ალექსი პეტრიაშვილის დაჭრის ფაქტთან დაკავშირებით განაცხადა, პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ ძალიან სწრაფი და უმკაცრესი იყოს პასუხი დანაშაულის ჩამდენის მიმართ და ასევე ყველა იმ ადამიანის მიმართაც, ვისაც შესაძლოა ასეთმა მოქმედებებმა არასწორი აზრები გაუჩინოს.

"ვიცი რომ ალექსი პეტრიაშვილის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება და იმედი მაქვს, ის ძალიან სწრაფად დაუბრუნდება საკუთარ ოჯახს, მეგობრებს და საზოგადოებას. გიდასტურებთ, რომ ეს ძალიან შემაშფოთებელი ფაქტია, მაგრამ არა იმიტომ, რომ პოლიტიკური პარტიის ლიდერზე ხდება თავდასხმა. საერთოდ, როდესაც ქუჩაში, დღისით-მზისით, ასეთი თავდასხმა ხდება, ვისზეც არ უნდა ხდებოდეს, ეს უკვე ძალიან შემაშფოთებელია. ამიტომ მე დიდი იმედი მაქვს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო, სწრაფად გასცემს პასუხს ამ სრულიად თავხედურ და ცინიკურ ქმედებას, რომლის მოწმეებიც ჩვენ ყველანი გავხდით. ეს პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ ძალიან სწრაფი და უმკაცრესი იყოს პასუხი თავად ამ დანაშაულის ჩამდენის მიმართაც და ასევე ყველა იმ ადამიანის მიმართაც, ვისაც შეიძლება ასეთმა მოქმედებებმა არასწორი აზრები გაუჩინოს, რომ რა მოხდა ახლა, დიდი ამბავი, შუა ქალაქში, შუადღისას, იარაღით თუ ირბენ და მკვლელობის მცდელობას განახორციელებ. ეს არის ძალიან მძიმე, მაგრამ საპასუხისმგებლო მისია შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის, რომ მყისიერად მოხდეს ამ ადამიანების პასუხისგებაში მიცემა. დღევანდელი ფაქტი არის პასუხი თქვენს კითხვაზე, რომ სუს-ის თვალთვალის ქვეშ მყოფ ადამიანებს შუა ქუჩაში და შუა დღეზე ცეცხლსასროლი იარაღით თავს არ ესხმიან, ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ამ ძალიან ტრაგიკულმა შემთხვევამ, რაც დღეს მოხდა, ამ კითხვას უაპსუხა“, - განაცხადა თინა ხიდაშელმა.

შეგახსენებთ,  გუშინ, თბილისში, საბურთალოს რაიონში, უცნობმა პირებმა ალექსი პერტიაშვილს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ორივე ქვედა კიდური დაუზიანეს. მას გუშინ რესპუბლიკურ საავადმყოფოში ოპერაცია ჩაუტარდა. მისი მდგომარეობა სტაბილურია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტმა გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სერგეი კირიენკო: რუსეთი მტკიცედ უჭერს მხარს აფხაზეთის სუვერენულ განვითარებას
ელენე ხოშტარია: „ქართული ოცნების“ იზოლაცია შემდგარი ფაქტია
გრიგოლ ბესელია, მზია ამაღლობელის საქმის მოწმე, შსს-ს თანამშრომელი აღარაა
საპატრიარქომ წმინდა სინოდის სხდომის ოქმი გამოაქვეყნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics