09:05 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-11-07 11:33:09, 366 ნახვა

პოლიტიკა
მაკრონი, შოლცი და ტუსკი საქართველოს მთავრობას კურსის შეცვლისა და რეფორმების გატარებისკენ მოუწოდებენ

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი და პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებასთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

როგორც ლიდერების განცხადებაშია აღნიშნული, ისინი საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებაზე დიალოგის დაწყებას მხარს ვერ დაუჭერენ, თუკი ქვეყანა რეფორმებს არ გაატარებს. 

"სანამ საქართველო არ შეცვლის მიმდინარე კურსს და არ აჩვენებს ძალისხმევას, ხელშესახები რეფორმების კუთხით, კონკრეტულად, ბოლოს მიღებული კანონმდებლობის უკან გაწვევით, რომელიც ევროპულ ღირებულებებსა და პრინციპებს ეწინააღმდეგება, ჩვენ საქართველოსთან ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებასთან მიმართებით მხარდაჭერის პოზიციაში არ ვიქნებით",- წერია "ვაიმარის სამკუთხედის" ფორმატში გაკეთებულ ერთობლივ განცხადებაში.

1991 წელს შექმნილი "ვაიმარის სამკუთხედის" ყველაზე მთავარ მიღწევად ხშირად სახელდება - პოლონეთის დაჩქარებული გაწევრიანება ნატოსა და ევროკავშირში. რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან სამკუთხედი აქტიურობს უკრაინისთვის მდგრადი დახმარების უზრუნველსაყოფად.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics