2024-11-06 19:22:28, 385 ნახვა
პოლიტიკა
სალომე ზურაბიშვილი ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტამდე ევროპელ ლიდერებს ესაუბრა
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტამდე ევროპელ ლიდერებს ესაუბრა.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
პრეზიდენტი ესაუბრა:
- ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს
- ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს
- პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ ანჯეი დუდას
- მოლდოვას რესპუბლიკის პრეზიდენტ მაია სანდუს
- პორტუგალიის რესპუბლიკის პრეზიდენტ მარსელუ რებელუ დი სოს
- ლატვიის რესპუბლიკის პრეზიდენტს ედგარს რინკევიჩს
- ესტონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ ალარ კარისს
- ბელგიის სამეფოს პრემიერ-მინისტრ ალექსანდრ დე კროს
- შვედეთის სამეფოს პრემიერ-მინისტრ ულფ კრისტერსონს
ავტორი: ექსპრესნიუსი,