10:39 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-11-06 15:43:56, 281 ნახვა

პოლიტიკა
კალაძე - ცოტა „გაექცა“ ელისაშვილს, ეს შეთანხმებული გადაწყვეტილება პირველად მოსამართლეს უნდა გაეჟღერებინა

ცოტა „გაექცა“ ელისაშვილს,  ეს შეთანხმებული გადაწყვეტილება, რომელიც  პირველად  მოსამართლეს უნდა გაეჟღერებინა, ალეკო ელისაშვილმა გააცნო საზოგადოებას. ყველაფერი ცხადი და ნათელია, ვინ როგორ მოქმედებს და როგორ ხდება გადაწყვეტილებების მიღება თუნდაც ამ კონკრეტულ საქმეში ამ კონკრეტული მოსამართლის შემთხვევაში,- ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან განაცხადა.

თბილისის მერის თქმით, „დღეს ოპოზიცია სასოწარკვეთილ მდგომარეობაში იმყოფება და  პოლიტიკური შოუების მოწყობით არის დაკავებული“. 

„ეს არის პოლიტიკური შოუს ნაწილი, რასაც ვხედავთ. ამ ადამიანებს როგორმე უნდათ, რომ სახე შეინარჩუნონ თავიანთ ამომრჩევლებთან, ჯერ ხომ მთელი საარჩევნო კამპანიის განმავლობაში ატყუებდნენ,  ცრუ კამპანია ჰქონდათ - ვიგებთ, ვიგებთო, აზეიმეს ამ ხალხს გამარჯვება  და რეალურად ჩვენ როდიდან მოყოლებული ვამბობდით, რომ „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებდა  დამაჯერებლად და ამისი თქმის საფუძველს ქმნიდა ხალხის განწყობა. მე ასეთი განწყობა არ მახსოვს 2012 წლიდან მოყოლებული, როგორიც იყო ამ არჩევნებზე. შესაბამისად, ის განცხადებები და ქმედებები, რასაც ვხედავთ  გამოწვეულია იმით, რომ არიან სასოწარკვეთილები და იმ რეალურ მდგომარეობაში, რასაც იმსახურებენ და რაც მათი ბუნებრივი მოცემულობაა“,- განაცხადა კალაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ტრამპის მიღებაზე სროლა ამძაფრებს სიტუაციას საიდუმლო სამსახურის არასაკმარისი დაფინანსების გამო
რუსეთის ფედერაციამ შეუტია ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას
სროლაში ეჭვმიტანილმა აღიარა ტრამპის ადმინისტრაციაზე თავდასხმა
ტრამპზე სროლაში ეჭვმიტანილი იდენტიფიცირებულია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics