01:35 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-11-06 15:20:26, 267 ნახვა

საზოგადოება
გლდანში კიდევ ერთი სკვერი მოეწყო

გლდანის რაიონში, მესამე მიკრორაიონის N9 კორპუსთან სკვერის მოეწყო. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მათი ცნობით, ახალი რეკრეაციული სივრცე დღეს დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მის მოადგილესთან, კახა გულედანთან ერთად დაათვალიერა - სკვერი დღესვე, 19:00 საათზე კონცერტით გაიხსნება.

“გლდანის მესამე მიკრორაიონში ვიმყოფებით, სადაც დავასრულეთ მე-9 კორპუსის წინ არსებული სივრცის სარეაბილიტაციო სამუშაოები. ჩვენ აქ რამდენიმე თვის წინ ვიმყოფებოდით და გვახსოვს, რა მდგომარეობა იყო. დღეს ტერიტორია სრულად განახილებული და მოწესრიგებულია. პროექტის ფარგლებში, დაირგო ხე-მცენარეები, მოეწყო სარწყავი სისტემა, განათება, გაჩნდა სივრცეები, სადაც პატარებს შეუძლიათ თამაში. მინდა ადგილობრივ მოსახლეობას მადლობა გადავუხადო  თანამშრომლობისთვის, რადგან აქ იყო უსახური ფარეხები, რომლებიც ავიღეთ. საბოლოო ჯამში, ძალიან კარგი სივრცე გამოვიდა, რეაბილიტირებულია საფეხბურთო და საკალათბურთო მოედანი. დღეს, 19:00 საათზე გაიმართება კონცერტი და ვისაც სურვილი აქვს, შეუძლია მობრძანდეს და ისიმოვნოს დღევანდელი საღამოთი“,- განაცხადა კალაძემ.

ადგილზე ასევე იმყოფებოდნენ გლდანის გამგებელი ბესიკ კალაძე და თბილისის საკრებულოს წევრები. 

დაახლოებით 6 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე მოეწყო ბავშვთა გასართობი და მოსასვენებელი ზონები, პავილიონი, ფიტნეს ზონა; დამონტაჟდა გარე განათებისა და სარწყავი სისტემები; ადგილზე ჩატარდა გამწვანების სამუშაოები - დაიგო რულონური ბალახი და დაირგო ხე-მცენარეები. სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა ფეხბურთისა და კალათბურთის სტადიონებს, ასევე, განთავსდა სკვერისთვის საჭირო სხვა ინფრასტრუქტურა. აღნიშნული სამუშაოებისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 1 242 522 ლარი დაიხარჯა.

გასულ წელს, აღნიშნული სკვერის მიმდებარედ, მესამე მიკრორაიონის N85 კორპუსთან, ერთ ჰექტარზე მოეწყო მრავალფუნქციური სივრცე, წელს კი გლდანის რაიონის გამგეობამ დარჩენილი ნაწილი - 6000 კვადრატული მეტრი კეთილმოაწყო. ჯამში, 16 000 კვადრატზე მრავალფუნქციური, გამწვანებული სივრცე შეიქმნა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics