10:40 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-11-06 14:12:00, 366 ნახვა

პოლიტიკა
კალაძე - ბოლო დღეებში რადიკალების „პოლიტიკურ კინტაურს“ ვისმენთ - ცდილობენ, თავისუფალ არჩევნებს ჩრდილი მიაყენონ

ბოლო დღეებში რადიკალების „პოლიტიკურ კინტაურს“ ვისმენთ. მათ აქვთ ერთადერთი მცდელობა, რომ ისევ საკუთარი ამომრჩეველი მოატყუონ, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან განაცხადა.

კალაძის თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლები საპარლამენტო არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით სიცრუეს ავრცელებენ და ცდილობენ, „თავისუფალ გარემოში ჩატარებულ არჩევნებს ჩრდილი მიაყენონ“. 

„არჩევნებთან დაკავშირებით, ვისმენთ სიცრუეს, არასწორ განცხადებებს. რეალურად გაყალბების ფაქტები და მტკიცებულებები არ არსებობს. მათ აქვთ მცდელობა, რომ ქვეყანაში ჩატარებულ თავისუფალ არჩევნებს რამე ჩრდილი მიაყენონ. ამაში ჩართულია რადიკალური ოპოზიცია, სალომე ზურაბიშვილის ხელმძღვანელობით. ვისმენთ სიბინძურეს და სიცრუეს, თუმცა, ერთი ადამიანი არ გამოჩნდა, რომ კონკრეტული ფაქტი წარედგინა პროკურატურისთვის ან საზოგადოებისთვის. ასეთი რამ ბუნებაში არ არსებობს. ბოლო დღეებში რადიკალების „პოლიტიკურ კინტაურს“ ვისმენთ. კონკრეტული როლები აქვთ გადანაწილებული. მათ აქვთ ერთადერთი მცდელობა, როგორმე სახე შეინარჩუნონ საკუთარი ამომრჩევლის წინაშე. ამ ადამიანებს მთელი საარჩევნო კამპანიის დროს ატყუებდნენ, არჩევნებს ჩვენ ვიგებთო. საზოგადოებამ მათ მიანიჭა შესაბამისი ადგილი, რასაც იმსახურებენ. დღეს კი, მცდელობა აქვთ, ისევ თავიანთ ამომრჩეველს მოატყუონ.

არჩევნები ჩატარდა მშვიდ გარემოში, იყო მრავალპარტიული, ყველას ჰქონდა შესაძლებლობა, რომ საარჩევნო კამპანია ეწარმოებინა, მოსახლეობას კი შეეძლო საკუთარი არჩევანი თავისუფლად გაეკეთებინა“,- აღნიშნა კალაძემ. 

რაც შეეხება მმართველი პარტიის ლიდერების განცხადებებს მტკიცებულებებთან დაკავშირებით, თბილისის მერის თქმით, ნამდვილად არსებობს ზეწოლისა და ბულინგის ფაქტები, რომლებსაც საგამოძიებო უწყება შეისწავლის.

„არსებობს ზეწოლისა და ბულინგის კონკრეტული ფაქტები, როგორც ამომრჩეველზე, ასევე დამკვირვებლებზე. როდესაც უკვე საარჩევნო უბნები იხურებოდა, ხმების დათვლა მიმდინარეობდა, იყო კონკრეტული მუქარები, შეურაცხყოფები. რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს პასუხის გაცემა სჭირდება“,- განაცხადა კალაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპის მიღებაზე სროლა ამძაფრებს სიტუაციას საიდუმლო სამსახურის არასაკმარისი დაფინანსების გამო
რუსეთის ფედერაციამ შეუტია ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას
სროლაში ეჭვმიტანილმა აღიარა ტრამპის ადმინისტრაციაზე თავდასხმა
ტრამპზე სროლაში ეჭვმიტანილი იდენტიფიცირებულია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics