|
2024-11-05 17:15:07, 327 ნახვა
პოლიტიკა
კახა კალაძე - მისასალმებელია ის შეფასება, რაც ეუთო/ოდირმა დადო
თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, „მისასალმებელია ის შეფასება, რომელიც საერთაშორისო ორგანიზაცია ეუთო/ოდირმა საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით წარმოდგენილ დასკვნაში გააკეთა“. როგორც კალაძემ ჟურნალისტებს შესაბამისი კითხვის პასუხად განუცხადა, „ის ფაქტი, რომ აღნიშნულ ორგანიზაციას ტერმინები - „სამართლიანი“ და „თავისუფალი“ არც მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნებთან მიმართებაში გამოუყენებია, აიხსნება იმით, რომ ეუთო/ოდირი მსგავს ტერმინებს რახანია, აღარ იყენებს“. „ამ ტერმინოლოგიას ეუთო/ოდირი უკვე აღარ იყენებს რამდენიმე ათეული წელია. ეს არის რეალობა, ეს არის მოცემულობა. მან ჩვენს არჩევნებზე წარმოადგინა ძალიან კარგი დასკვნა. მართლა გულწრფელად რომ ვთქვათ, 2012 წლიდან მოყოლებული არჩევნებში ვართ და ასეთი მშვიდი საარჩევნო გარემო არ ყოფილა, სადაც ყველა პოლიტიკურ პარტიას ჰქონდა შესაძლებლობა, ეწარმოებინა თავისი საარჩევნო კამპანია. ეუთო/ოდირის დასკვნაშიც პირდაპირ გაკეთდა შეფასებები, თუ როგორ წარიმართა არჩევნები და ეს, რა თქმა უნდა, მისასალმებელია. არჩევნები იყო მრავალპარტიული, ხალხს ჰქონდა საშუალება მისულიყო და დაეფიქსირებინა თავისი მოსაზრება მშვიდ გარემოში. შესაძლოა, იყო ცალკეული შემთხვევები დაპირისპირების, შეხლა-შემოხლის, სამწუხაროდ, მთელ მსოფლიოში ხდება ასეთი ფაქტები, თუმცა ეს იყო ცალკეული შემთხვევები. საერთო ჯამში, მისასალმებელია ის შეფასება, რაც დადო ეუთო/ოდირმა“,- განაცხადა კახა კალაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ შეუტია ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)