02:08 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-11-05 13:13:21, 314 ნახვა

საზოგადოება
როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში 6-8 ნოემბერს - გარემოს ეროვნული საგენტო ინფორმაციას ავრცელებს

გარემოს ეროვული სააგენტო 6-8 ნოემბერს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

სააგენროს ცნობით, 6 ნოემბრიდან საქართველოში გამოიდარებს, ნალექი შეწყდება, ქარიც ჩადგება. ღამისა და დილის საათებში მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის დაკლება, ხოლო დღის საათებში ტემპერატურა შედარებით მოიმატებს: დასავლეთ საქართველოს დაბლობში +12, +17, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში კი +10, +15 გრადუსამდე.

"თბილისში უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა ღამით -1,+2, დღისით კი +12, +14 გრადუსი დაფიქსირდება. 

სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): უნალექო ამინდი იქნება. დღისით +11, +16 გრადუსი დაფიქსირდება. 

დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): უნალექო ამინდი იქნება. ღამის საათებში ტემპერატურა 0, +5 გრადუსამდე დაიკლებს, დღისით კი  +12, +17 გრადუსი დაფიქსირდება. 

დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი): უნალექო ამინდი იქნება. ღამის საათებში ტემპერატურა -1, -6 გრადუსამდე დაიკლებს, დღისით კი  +7, +12 გრადუსი დაფიქსირდება. 

დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (მესტია, ბახმარო): უნალექო ამინდი იქნება. ღამის საათებში ტემპერატურა -11, -16 გრადუსამდე დაიკლებს, დღისით კი  +2, +7 გრადუსი დაფიქსირდება. 

ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): უნალექო ამინდი იქნება. ღამის საათებში ტემპერატურა შიდა ქართლში -2, -4 გრადუსამდე დაიკლებს, დღისით კი +9, +14 გრადუსი დაფიქსირდება. 
კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო):  უნალექო ამინდი იქნება. ღამის საათებში ტემპერატურა 0, -2 გრადუსამდე დაიკლებს, დღისით კი +10, +15 გრადუსი დაფიქსირდება. 

აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური): უნალექო ამინდი იქნება. ღამის საათებში ტემპერატურა -5, -10 გრადუსამდე დაიკლებს, დღისით კი +4, +9 გრადუსი დაფიქსირდება.

აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): უნალექო ამინდი იქნება. ღამის საათებში ტემპერატურა -12, -17 გრადუსამდე დაიკლებს, დღისით კი 0, +5 გრადუსი დაფიქსირდება",- ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics