10:40 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-11-05 12:40:59, 311 ნახვა

პოლიტიკა
კორძაია - ქვეყანაში თავისუფალი მხოლოდ ერთი მოსამართლეა

ყველა მოსამართლე და ყველა საოლქო საარჩევნო კომისიის წევრი ზუსტად იმ სტანდარტით უნდა ხელმძღვანელობდეს, რომლითაც თეთრიწყაროს მოსამართლე ხელმძღვანელობს,- ამის შესახებ “ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თამარ კორძაიამ განაცხადა.

კორძაიას თქმით, “ქვეყანაში თავისუფალი მხოლოდ ერთი მოსამართლეა“.

“ბედნიერება არაა ის, რომ ქვეყანაში მხოლოდ ერთი მოსამართლე გვყავს თავისუფალი. საქმე იმაშია, რომ ყველა მოსამართლე და ყველა საოლქო საარჩევნო კომისიის წევრი, ყველა წევრი ცესკოში, ზუსტად იმ სტანდარტით უნდა ხელმძღვანელობდეს, რომლითაც ხელმძღვანელობს თეთრიწყაროს მოსამართლე.

ამიტომ, კიდევ ერთხელ ვამბობ, ყველას აქვს შანსი, მიბაძონ ამ ადამიანს, იმიტომ, რომ ყველა უბანი გასაჩივრებულია საქართველოში ჩვენ მიერ. ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ არავის და მათ შორის, არც იმ აუდიტორიულ კომპანიას, რომლის დასკვნასაც ცესკო იშველიებს თავისი თავის გასამართლებლად, დინამიკაში არ ჩაუტარებია ექსპერტიზა, რამდენად დაცული იყო ხმის ფარულობა, თუმცა უწერიათ მათ დასკვნაში, რომ საქართველოს კანონმდებლობით მოქმედებდნენ და მასთან შესაბამისობას მიუძღოდნენ. საქმე იმაშია, რომ ყველა ვიდეოშიც ჩანს, რომ ჩარჩო-კონვერტი ვერ უზრუნველყოფს ფარულობას, იმიტომ, რომ ხმა ყველას გაქვთ მიცემული და შეცურების მომენტში აუცილებლად ჩანს, ქაღალდის რაღაც ნაწილში, სადაც ჩანს ეს ლაქა, რომლითაც ფარულობა ირღვევა. მოსამართლეს არაფერი არ გამორჩენია“,- განაცხადა კორძაიამ.

შეგახსენებთ, გუშინ, 4 ნოემბერს თეთრიწყაროს რაიონულმა სასამართლომ წალკისა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტებში საარჩევნო უბნების შედეგების გაუქმების გადაწყვეტილება მიიღო. აღნიშნული გადაწყვეტილებით მოსამართლემ  №25 წალკის საარჩევნო ოლქში შემავალი 18 საარჩევნო უბნის და №26 თეთრიწყაროს საარჩევნო ოლქში შემავალი 13 საარჩევნო უბნის შედეგი გააუქმა. დღეს, საარჩევნო ადმინისტრაციამ გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც, გადაწყვეტილებებს სააპელაციო სასამართლოში ასაჩივრებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპის მიღებაზე სროლა ამძაფრებს სიტუაციას საიდუმლო სამსახურის არასაკმარისი დაფინანსების გამო
რუსეთის ფედერაციამ შეუტია ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას
სროლაში ეჭვმიტანილმა აღიარა ტრამპის ადმინისტრაციაზე თავდასხმა
ტრამპზე სროლაში ეჭვმიტანილი იდენტიფიცირებულია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics