12:07 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-11-04 21:04:54, 384 ნახვა

პოლიტიკა
ხაზარაძე - დავიძრათ ახლა და ბარათაშვილის ხიდის გამაფრთხილებელი პიკეტირება გავაკეთოთ

დავიძრათ ახლა და გამაფრთხილებელი პიკეტირება გავაკეთოთ ბარათაშვილის ხიდის,- ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ თბილისში, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე განაცხადა.

როგორც ხაზარაძემ სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, ხელისუფლებამ უნდა დაინახოს, რომ საზოგადოება არ გაჩერდება, ვიდრე ახალი საპარლამენტო არჩევნები არ გაიმართება.

„მე მინდა, ჯერ თქვენ გკითხოთ ეს აზრი - თუ დამეთანხმებით, მაშინ ჩვენ ამ მოქმედებას გავაკეთებთ ყოველდღიურად სხვადასხვა ლოკაციაზე, იმისთვის, რომ გამოვაფხიზლოთ ის ხალხი, ვისაც სძინავს; მივცეთ გამბედაობა და ვაჩვენოთ ხელისუფლებას, რომ არ გავჩერდებით, სანამ ახალ არჩევნებს არ მივაღწევთ. დავიძრათ ახლა და გამაფრთხილებელი პიკეტირება გავაკეთოთ ბარათაშვილის ხიდის - მხოლოდ მოძრაობით... მე მივდივარ ჩემს მეგობრებთან ერთად და ჩვენ ვიქნებით მოწინავე ხაზზე და რიგებში. მარჯვენა მხრიდან მივემგზავრებით“,- მიმართა ხაზარაძემ მოქალაქეებს. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ამერიკელი პოლიტიკოსები გმობენ ტრამპთან სადილზე სროლას
ბათუმში ძალადობის და ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს
ჩერნობილის 40 წელი - კატასტროფა, რომლის დამალვაც სცადეს
უკრაინული დრონები თავს დაესხნენ ობიექტებს რუსეთის ფედერაციის იაროსლავისა და ვოლოგდას რეგიონებში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics