04:16 - 31 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-11-04 16:47:26, 348 ნახვა

პოლიტიკა
კალაძე - ქვეყანაში ვერასდროს დაბრუნდება ის დრო, როდესაც ხელისუფლებას გარედან ნიშნავდნენ

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ის საპარლამენტო არჩევნები, რომელიც საქართველოში 26 ოქტომბერს ჩატარდა, ქართველმა ხალხმა უკვე აღიარა.  

ამის შესახებ მან შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა და აღნიშნა, რომ მოლდოვასა და საქართველოში განსხვავებული არჩევნები ჩატარდა. 

„მოლდოვაში იყო საპრეზიდენტო არჩევნები და საქართველოში ტარდებოდა საპარლამენტო არჩევნები. რაც შეეხება საპარლამენტო არჩევნების აღიარებას, აღიარება მოგვცა ქართველმა ხალხმა - მილიონ 120 ათასმა ადამიანმა, ვინც მოვიდა, მხარი დაუჭირა ქვეყანაში მშვიდობას, კეთილდღეობას, ღირსებასა და ევროპულ მომავალს. ეს არის ჩემთვის პრინციპულად მნიშვნელოვანი, რომ ქართველმა ხალხმა მოგვცა ლეგიტიმაცია და არა ვიღაცებმა გარედან. ამის სურვილი გქონდათ, რომ ის რადიკალები, რომლებიც არიან, ხელისუფლებაში მოსულიყვნენ არა ქართველი ხალხის მხარდაჭერითა და თანადგომით, არამედ გარედან დაესვათ ვიღაცებს. ქვეყანაში ვერასდროს დაბრუნდება ის დრო, როდესაც ხელისუფლებას გარედან ნიშნავდნენ“, - განაცხადა კახა კალაძემ. 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
აშშ უკრაინას 500 პატრიოტის ტიპის რაკეტას გადასცემს.
რუსული ტანკერები აშშ-ისკენ მიემართებიან, თუმცა კომპანიები გამოძიების შიშით, უარს ამბობენ საწვავის შეძენაზე, თუნდაც ფასდაკლებით
ტრამპი: მე არ დამიწყია ომი ირანთან, მათ დაიწყეს ჩვენთან ომი
საქართველოს ბანკის YouTube პროექტის - CREATOR-ის მეორე სეზონი იწყება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics