12:08 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-11-04 15:51:49, 248 ნახვა

პოლიტიკა
კალაძე - პოზიტიური მშვიდობის ინდექსით რომ 50 ქვეყანას შორის მოვხვდით, ეს „ქართული ოცნების“ პოლიტიკის შედეგია

გრძელვადიან მშვიდობას მოაქვს განვითარება, ეკონომიკური წინსვლა და კეთილდღეობა,- ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან განაცხადა.
 
კალაძის თქმით, პოზიტიური მშვიდობის ინდექსით საქართველოს 50 საუკეთესო ქვეყანას შორის მოხვედრა არის მმართველი გუნდის პოლიტიკის შედეგი. 

"ეს არის იმ პოლიტიკის შედეგი, რომელიც „ქართულ ოცნებას“ აქვს. მშვიდობის გარეშე წარმოუდგენელია საუბარი ქვეყნის განვითარებაზე. ჩვენ რომ მშვიდობა არ გვქონდეს, ქვეყანაში უბედურება და იგივე კატასტროფა გვექნებოდა, რაც, სამწუხაროდ, უკრაინაში ხდება. ყველა ვხედავთ, რომ გრძელვადიან მშვიდობას მოაქვს განვითარება, ეკონომიკური წინსვლა და კეთილდღეობა. ჩვენ ამით ვძლიერდებით. საქართველო ხვალ, ზეგ მშვიდობის შენარჩუნებით კიდევ უფრო ძლიერი იქნება თავისი სუვერენიტეტით, დამოუკიდებლობით, ეკონომიკით. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. 

ნებისმიერი ღირსეული ქართველისთვის, ვისაც თავისი ქვეყანა უყვარს და იცის, თუ რას ნიშნავს სამშობლო, ყველა დამეთანხმება, რომ პრინციპული და პრიორიტეტული  საკითხი არის მშვიდობის შენარჩუნება",- განაცხადა კახა კალაძემ. 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ამერიკელი პოლიტიკოსები გმობენ ტრამპთან სადილზე სროლას
ბათუმში ძალადობის და ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს
ჩერნობილის 40 წელი - კატასტროფა, რომლის დამალვაც სცადეს
უკრაინული დრონები თავს დაესხნენ ობიექტებს რუსეთის ფედერაციის იაროსლავისა და ვოლოგდას რეგიონებში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics