12:09 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-11-04 14:26:33, 347 ნახვა

პოლიტიკა
პაპუაშვილი ოპოზიციაზე - ბოიკოტის შემდეგ რომ შემოვიდნენ პარლამენტში, გვეხვეწნენ, ხელფასი აღგვედგინა - მსუყე-მსუყე თანხები ჩაირიცხეს

ეს კიდევ ერთი ფარსია, ისტორია ამჯერად უკვე ფარსად მეორდება. ზუსტად ერთი წლის წინ, იგივე ხალხი შეკრებილი იყო ტელეკომპანია „მთავარის“ სტუდიაში და დაფაზე საჯაროდ დადეს პირობა, რომ არ შევიდოდნენ პარლამენტში, არ აღიარებდნენ პარლამენტს და ბოლოს ყველა შევიდა, აღიარეს,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ოპოზიციის მიერ დაანონსებულ ბოიკოტსა და რუსთაველის გამზირზე კარვების დადგმასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, „2020 წელს, მას შემდეგ, რაც ოპოზიცია ბოიკოტის შემდგომ შევიდა პარლამენტში, მათ მოითხოვეს ჩამოჭრილი ხელფასების დარიცხვა და საკუთარ ანგარიშზე მსუყე თანხები ჩაირიცხეს“.

„ერთ რამესაც შეგახსენებთ კიდევ და არ ვიცი, ცნობილი არის თუ არა, მას შემდეგ, რაც ბოიკოტის შემდეგ შემოვიდნენ პარლამენტში, იცით, რომ ხელფასები ჰქონდათ დაქვითული, გვეხვეწნენ და ახალი წლის წინ შევიკრიბეთ პარლამენტი, უფრო სწორად შეიკრიბა ხაზინადართა საბჭო, შეიკრიბა ბიურო, იმისთვის, რომ მათთვის აღგვედგინა ის დაკარგული ხელფასი, რომელიც აი, ასე პატრიოტული გრძნობებით ბოიკოტში რომ იყვნენ და გაყალბებულ არჩევნებს რომ არ აღიარებდნენ 2020 წლის, მათ ჩამოჭრილი ჰქონდათ და ყველამ მსუყე-მსუყე თანხები ჩაირიცხა საკუთარ ანგარიშზე. ზოგი დასასვენებლად წავიდა და ზოგი სად და ზოგი სად და ზოგმა, არ ვიცი, შეიძლება, საახალწლო სუფრა გაშალა, დიდი სუფრა. ასე რომ, ასეთ ხალხთან გვაქვს ჩვენ საქმე, რომლებსაც სინამდვილეში არანაირი ღირებულება არ გააჩნიათ. ამიტომ, პრობლემა ამ შემთხვევაში მათში კი არ არის, ვინც კარვები ჩქარაო გაყვირის და კითხვები მათთან ჩვენ აღარ გვაქვს, ჩვენ კითხვები გვაქვს იმათთან, ვინც ამ ხალხს მართავს ქვეყნის გარედან“,- თქვა პაპუაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ამერიკელი პოლიტიკოსები გმობენ ტრამპთან სადილზე სროლას
ბათუმში ძალადობის და ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს
ჩერნობილის 40 წელი - კატასტროფა, რომლის დამალვაც სცადეს
უკრაინული დრონები თავს დაესხნენ ობიექტებს რუსეთის ფედერაციის იაროსლავისა და ვოლოგდას რეგიონებში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics