|
2024-11-04 14:10:51, 254 ნახვა
პოლიტიკა
პაპუაშვილი დეკანოიძეზე - ქვეყანა ერთხელ უკვე გაყიდა, რომ უკრაინაში პოლიციის ხელფასი მიეღო - მისგან შენიშვნებს ვერ მივიღებ
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, ბრიფინგზე გამოყენებულ საქართველოს რუკასთან დაკავშირებით, ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ხატია დეკანოიძის განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „იმ ადამიანისგან, რომელმაც საქართველოს მოქალაქეობაზე უარი სხვა ქვეყნის სამსახურში ყოფნის გამო თქვა, შენიშვნას ქვეყნის სიყვარულთან დაკავშირებით ვერ მიიღებს“. „ხატია დეკანოიძეს ამ ქვეყნის მოქალაქეობაზე აქვს უარი ნათქვამი. ეს ქვეყანა ერთხელ უკვე გაყიდა, იმისთვის, რომ პოლიციის ხელფასი მიეღო უკრაინაში. ხატია დეკანოიძისგან ამ ქვეყნის სიყვარულთან დაკავშირებით შენიშვნებს თუ განცხადებებს ვერ მივიღებ. როგორც პასპორტი მოგვაგდო ქართველს ხალხს და წავიდა, რომ უკრაინის პოლიციელის ფორმა ჩაეცვა და იქ ხელფასი აეღო, მიხედოს თავის წარსულს და ვინმეს თუ პრობლემა აქვს ფერების აღქმაში სისულელეა, რა უნდა ვთქვა ამასთან დაკავშირებით“,- აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა. „ქართული ოცნების“ განმარტებით, პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ბრიფინგის დროს, ერთ-ერთ „სლაიდზე“ გამოსახულ რუკაზე ოკუპირებული ტერიტორიები რუხი ფერით იყო აღნიშნული, რადგან ამ ტერიტორიებზე „ქართულ ოცნებას“ დელეგატები არ ჰყავდა და საპრეზენტაციო ეკრანზე ღია ფერი კამერებში კარგად არ აღიქმებოდა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ შეუტია ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)