12:24 - 06 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-13 16:17:13, 344 ნახვა

პოლიტიკა
ქუცნაშვილი: მშიშარა დეპუტატები, შეუთანხმებლად მიღებული გადაწყვეტილებები, ეს არაა დემოკრატია

მშიშარა დეპუტატები, შეუთანხმებლად მიღებული გადაწყვეტილებები, განხილვის გარეშე ჩამოყალიბებული პოზიცია-ეს არ არის დემოკრატია,-ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზაქარია ქუცნაშვილმა კოალიცია "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისთან ჟურნალისტებს განუცხადა, სადაც ფრაქციის სხდომა მიმდინარეობს.
სხდომაზე ერთ-ერთ საკითხად უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატურის შერჩევის პროცესთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობის მიერ გამოთქმულ პრეტენზიებსა და შემდეგ განვითარებულ  მოვლენებს განიხილავენ.
აღსანიშნავია, რომ ქუცნაშვილმა  საკუთარი კანდიდატურა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე დააყენა.
"ფაქტი დამდგარია. ამ ფაქტის სისწორეს პარლამენტის 20 წევრი ადასტურებს, უფრო მეტიც. ამიტომაც, წყარო პრობლემის არის ის ხალხი, რომელიც ასე შეუთანხმებლად და არაკოორდინირებულად იქცევა.ვინ არის ეს ხალხი, ამას გავარკვევთ და შესაბამისად ლოგიკურად დადგება ის საკითხი, რაც უნდა დადგეს. არავის არავის თანამდებობა არ წადია. ღმერთმა მოუმართოს ყველას ხელი, მაგრამ მშიშარა დეპუტატები, შეუთანხმებლად მიღებული გადაწყვეტილებები, განხილვის გარეშე ჩამოყალიბებული პოზიცია, - ეს არ არის დემოკრატია,“ - განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.
ცნობისთვის, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურის შერჩევის პროცესთან დაკავშირებით, გუშინ  საპარლამენტო უმრავლესობის 19-მა დეპუტატმა განცხადება გაავრცელა. ისინი პრეზიდენტ მარგველაშვილთან კონსულტაციების შედეგად შეჯერებულ კრიტერიუმებს აპროტესტებენ და მიიჩნევენ, რომ  კანდიდატურის არაკონსტიტუციური კრიტერიუმით შერჩევა ხდება. ამასთან, მათივე მტკიცებით, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატთა შერჩევის დამატებითი კრიტერიუმები უმრავლესობის ფარგლებში არც განხილული და არც შეთანხმებული არ ყოფილა. " უმრავლესობის წევრები ამის შესახებ პოსტ-ფაქტუმ ვიგებთ",-ნათქვამია განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
დააკავეს არასრულწლოვანი, რომელმაც 32 წლის კაცს დანით მრავლობით ჭრილობები მიაყენა და ადგილიდან მიიმალა
საიტზე გამოქვეყნებული ჯარში გაწვევის უწყება ჩაბარებულად ჩაითვლება - უცხოეთში მყოფი წვევამდელი ვალდებული იქნება დაბრუნდეს
შსს 24-საათიანი პროტესტის უფლებას არ გვაძლევს – დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები
ტრამპი ირანს - გახსენით ორმუზის სრუტე, გიჟო ნაძირლებო, თორემ იცხოვრებთ ჯოჯოხეთში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics