13:52 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-11-01 20:37:36, 288 ნახვა

პოლიტიკა
ვოლსკი - როგორც ყველა სხვა დემოკრატია, საქართველოს ხელისუფლება საკუთარი ქვეყნის პრაგმატული ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს

როდესაც ოპონენტები საგარეო პოლიტიკაში საქართველოსა და ევროკავშირის პოზიციათა შორის ზოგიერთ შეუთავსებლობაზე საუბრობენ, პირველ რიგში გულისხმობენ საქართველოს ხელისუფლებისათვის რუსეთთან ეკონომიკურ და, მითუმეტეს, სამხედრო დაპირისპირებაში შესვლის მიუღებლობას. ყველასათვის გასაგებია, რომ სხვა შემთხვევაში ეს ქვეყნის ნგრევას გამოიწვევს,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველე მოადგილე გიორგი ვოლსკი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც გიორგი ვოლსკი აღნიშნავს, "საქართველოს ხელისუფლება ვერ გაიზიარებს იმ კრიტიკულ პოზიციას, რომელიც შესაძლოა ევროკავშირს ჰქონდეს აზიისა თუ აფრიკის ცალკეული ქვეყნების პოლიტიკასთან მიმართებაში, რადგან მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლებისთვის პრიორიტეტულია ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების სტრატეგიის რეალიზება".

მისივე თქმით, ყველა საკვანძო მნიშვნელობის საკითხზე საქართველოს რეიტინგები მნიშვნელოვნად უსწრებს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნების და ევროკავშირის არაერთი წევრი ქვეყნის მაჩევენებლებს, შესაბამისად, ისევე როგორც ყველა სხვა დემოკრატია, საქართველოს ხელისუფლება მოქმედებს საკუთარი ქვეყნის პრაგმატული ინტერესებიდან გამომდინარე.

„როდესაც ოპონენტები საგარეო პოლიტიკაში საქართველოსა და ევროკავშირის პოზიციათა შორის ზოგიერთ შეუთავსებლობაზე საუბრობენ, პირველ რიგში გულისხმობენ საქართველოს ხელისუფლებისათვის რუსეთთან ეკონომიკურ და, მითუმეტეს, სამხედრო დაპირისპირებაში შესვლის მიუღებლობას. ყველასათვის გასაგებია, რომ სხვა შემთხვევაში ეს ქვეყნის ნგრევას გამოიწვევს. მაგალითისათვის, საყურადღებოა, რომ ლიტვის სავაჭრო ბრუნვის მოცულობა თითქმის ორჯერ აღემატება რუსეთ-საქართველოს ვაჭრობის წლიურ მოცულობას და საოცარია, მაგრამ ღვინის მიწოდების მოცულობითაც მნიშვნელოვნად ჩამოვრჩებით მას. გასათვალისწინებელია ისიც, რომ რუსეთის საოკუპაციო ჯარი არათუ თბილისიდან 40 კილომეტრში, არამედ ჩვენი სტრატეგიული კომუნიკაციებიდან სულ რამოდენიმე ასეული მეტრის მოშორებით იმყოფება (ესეც საქართველოს წინა ხელისუფლებისაგან დატოვებული კიდევ ერთი, ყველაზე მძიმე მემკვიდრეობა!) საქართველოს ხელისუფლება ვერც იმ კრიტიკულ პოზიციას გაიზიარებს, რომელიც შესაძლოა ევროკავშირს ჰქონდეს აზიისა თუ აფრიკის ცალკეული ქვეყნების პოლიტიკასთან მიმართებაში, რამეთუ ჩვენთვის პრიორიტეტულია ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების სტრატეგიის რეალიზება. ერთ-ერთი თემაა, ასევე, ჩინეთთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების საკითხი, რაც არაა ევროკავშირის პოლიტიკასთან შესაბამისობაში და რასაც ოპოზიცია ბრალად გვიყენებს.

ამავე დროს, მაგალითისათვის, ჩინეთთან რიგი ევროპული ქვეყნების და კანადის ურთიერთობაში წარმოშობილი ახალი, პოზიტიური ტენდენციების კვალდაკვალ, სიახლეებია ევროკავშირის და ნატოს წევრი ფინეთის ურთიერთობებში: აგერ, ორი დღის წინ დასრულდა ფინეთის პრეზიდენტის ოთხდღიანი ოფიციალური ვიზიტი ჩინეთში, მთავრობის წევრებთან ერთად იგი პეკინსა და შანხაიში იმყოფებოდა. მიუხედავად იმისა, რომ გარკვეულ საკითხთა ირგვლივ ორი ქვეყნის პოზიციები საპირისპიროა, მთავრობებს შორის შეთანხმდა ერთობლივი სამოქმედო გეგმა, რომელიც განსაზღვრავს თანამშრომლობის განვითარებას მეცნიერების, ტექნოლოგიების, განათლების, სპორტის, კულტურისა და ტურიზმის სფეროებში 2025-2029 წლების პერიოდში; ცხრა მიმართულებით გაფორმდა ურთიერთგაგების მემორანდუმი და დაიდო თხუთმეტი სავაჭრო ხელშეკრულება.

დღეისათვის ამ ქვეყნებს შორის ორმხრივი სავაჭრო ურთერთობის მოცულობა რვა მილიარდ დოლარს აღემატება. ამასთანავე, ვიზიტის მიმდინარეობისას, ჩინურმა მხარემ ცალმხრივად გააუქმა სავიზო ვალდებულებები ფინეთის მოქალაქეებისათვის. ჩინეთმა ასევე გამოხატა მზადყოფნა კიდევ უფრო გააძლიეროს ფინეთთან სტრატეგიული თანამშრომლობა. განცხადებულ იქნა, რომ ფინეთის მთავრობა განაგრძობს „ერთი ჩინეთის“ პრინციპისადმი ერთგულებას. განსხვავებებია ევროკავშირისა და საქართველოს პოზიციათა შორის ლგბტ პროპაგანდის შეზღუდვის და გამჭვირვალეობის უზრუნველყოფის ცნობილ საკითხზეც. ცნობილია ისიც, რომ რიგ საკითხებზე პოზიციათა შორის განსხვავებები არსებობს თავად ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის. იმასაც ნუ დავივიწყებთ, რომ ყველა საკვანძო მნიშვნელობის საკითხზე საქართველოს რეიტინგები მნიშვნელოვნად უსწრებს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნების და ევროკავშირის არაერთი წევრი ქვეყნის მაჩვენებლებს. ამ მოკლე მიმოხილვიდან გამომდინარე დასკვნა ერთადერთია, ისევე როგორც ყველა სხვა დემოკრატია, საქართველოს ხელისუფლება მოქმედებს საკუთარი ქვეყნის პრაგმატული ინტერესებიდან გამომდინარე და საგარეო კურსის ცვლილებაზე ყოველგვარი ლაპარაკი უსაფუძვლოა, სწორედ ამ პათოსის მატარებელია ლოზუნგი "მშვიდობით, ღირსებით, კეთილდღეობით ევროპისაკენ", სწორედ ამიტომ დაუჭირა მხარი არჩევნებისას "ქართულ ოცნებას" მოსახლეობის უდიდესმა ნაწილმა“,- წერს გიორგი ვოლსკი.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ამერიკელი პოლიტიკოსები გმობენ ტრამპთან სადილზე სროლას
ბათუმში ძალადობის და ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს
ჩერნობილის 40 წელი - კატასტროფა, რომლის დამალვაც სცადეს
უკრაინული დრონები თავს დაესხნენ ობიექტებს რუსეთის ფედერაციის იაროსლავისა და ვოლოგდას რეგიონებში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics