|
2024-10-31 13:55:48, 528 ნახვა
პოლიტიკა
პაპუაშვილი პრეზიდენტზე - ან თქვას, რომ ჭორაობდა საერთაშორისო პრესასთან, ან მტკიცებულებები წარმოადგინოს
გუშინ ნახეთ, რომ არ აპირებს, მისცეს ჩვენება და ახალი განმარტება მოგვცა მან ქართული, თუ ზოგადად, სისხლის სამართლის სისტემის. ამბობს, რომ მე დავაბრალე და მათი ამოცანაა, რომ გამოიძიონ,- ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, პროკურატურის მიერ დაწყებული გამოძიების ფარგლებში გამოკითხვაზე მისვლაზე უართან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებას. როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, პრეზიდენტი „ელემენტარულ სამართლებრივ საკითხში ვერ ერკვევა“. „მე ვთქვი, რომ ვიღაცა არის სპილო, ახლა მათ მოიძიონ მტკიცებულებები, რომ ოთახში არის სპილო, რატომ უნდა მოვიტანო რამე მტკიცებულება - ეს თქვა გუშინ ქალბატონმა სალომემ, რომელიც წლები იყო პარლამენტის წევრი; წლებია, არის საქართველოს პრეზიდენტი და ელემენტარულ სამართლებრივ საკითხში ვერ ერკვევა. მან თქვა „ასოშიეითედ პრესთან“ ინტერვიუში: არჩევნების გასაყალბებლად გამოიყენებოდა კარუსელი, როგორიც არის ერთი პირადობის მოწმობით ხმის მიცემა, დაახლოებით, 17-ჯერ იყო შესაძლებელი. ეს არის პირდაპირი ბრალდება, რომ ერთი მოწმობით 17-ჯერ შესაძლებელია, ხომ არ თქვა 16, არ თქვა 18, არც 19 უთქვამს - 17 თქვა იმიტომ, რომ რაღაც დაზუსტებული ინფორმაცია აქვს მეთოდოლოგიასთან და გამოყენებულ მეთოდებთან დაკავშირებით. ამიტომ, გამოვიდეს და თქვას, რატომ 17? რატომ არ თქვა 16 ან 19. ეს ხომ არ არის რაღაც ზოგადი განცხადება „ვფიქრობ რომ იყო დარღვევები არჩევნების დროს“ - თქვა პირდაპირ კონკრეტული ბრალი, კონკრეტულად რა არის გაკეთებული, რომ ერთი პირადობით 17-ჯერ იყო ხმა მიცემული. ან თქვას, რომ ის ჭორაობდა და ამ ჭორაობით იყო დაკავებული საერთაშორისო პრესასთან და ძირს უთხრიდა ქართველების რეპუტაციას, ან წარმოადგინოს მტკიცებულებები“,- ამბობს პაპუაშვილი. შეგახსენებთ, გუშინ, 30 ოქტომბერს საქართველოს პროკურატურამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2024 წლის 30 ოქტომბრის მიმართვის საფუძველზე, საპარლამენტო არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 164³-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით, გამოძიება დაიწყეს და დღეს, 31 ოქტომბერს, გამოკითხვის მიზნით, საგამოძიებო ორგანოში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დაიბარეს. პროკურატურაში გამოკითხვაზე დაბარებას ზურაბიშვილი გუშინვე საგანგებო ბრიფინგით გამოეხმაურა და თქვა, რომ „საგამოძიებო ორგანო პრეზიდენტთან პოლიტიკურ ანგარიშსწორებას უნდა მოეშვას“.
აშშ უკრაინას 500 პატრიოტის ტიპის რაკეტას გადასცემს.
რუსული ტანკერები აშშ-ისკენ მიემართებიან, თუმცა კომპანიები გამოძიების შიშით, უარს ამბობენ საწვავის შეძენაზე, თუნდაც ფასდაკლებით
ტრამპი: მე არ დამიწყია ომი ირანთან, მათ დაიწყეს ჩვენთან ომი
საქართველოს ბანკის YouTube პროექტის - CREATOR-ის მეორე სეზონი იწყება
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)