|
2024-10-30 23:09:39, 466 ნახვა
პოლიტიკა
ცესკო ბიულეტენებთან დაკავშირებულ დეტალებს განმარტავს
ცესკო ბიულეტენებთან დაკავშირებულ დეტალებს განმარტავს. როგორც ცესკოს განცხადებაშია აღნიშნული, საარჩევნო ადმინისტრაციამ შეიძინა 190 გრამიანი ოფსეტური ქაღალდი, რომელიც უფრო სქელია, ვიდრე რეკომენდებული იყო ვენდორი კომპანიის მიერ. მათივე განმარტებით, ბიულეტენები დაიბეჭდა შესაბამისი წესით შერჩეულ სამ სტამბაში და ამ პროცესს აკვირდებოდნენ ცესკოს წევრები, ასევე ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებლები. მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე გვინდა, განვმარტოთ საარჩევნო ელექტრონული აპარატებისთვის განკუთვნილი ბიულეტენებისთვის ქაღალდის შეძენასა და ბეჭდვასთან დაკავშირებული დეტალები. პირველ რიგში, გვინდა აღვნიშნოთ, რომ კანონმდებლობის შესაბამისად არამარტო ელექტრონული, არამედ ყველა არჩევნების ბიულეტენებისთვის ქაღალდს საარჩევნო ადმინისტრაცია ხელშეკრულების საფუძველზე ყიდულობს და აწვდის კონტრაქტორ სტამბებს. ამდენად აშკარაა, ტექნიკურ-ლოგისტიკური საკითხიც კი მანიპულაციურად არის წარმოჩენილი და საარჩევნო პროცესის დაზიანებას ისახავს მიზნად. რაც შეეხება უშუალოდ 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის დამზადებულ ბიულეტენებს – საარჩევნო ადმინისტრაციას კომპანია „სმარტმატიკისგან“ ჰქონდა რეკომენდაცია საარჩევნო ელექტრონული აპარატებისთვის განკუთვნილი ბიულეტენებისთვის შეეძინა ოფსეტური, 162 გრამიანი (+-20%) ქაღალდი. აღნიშნული რეკომენდაციის გათვალისწინებით, საარჩევნო ადმინისტრაციამ შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე შეიძინა 190 გრამიანი ოფსეტური ქაღალდი, რომელიც უფრო სქელია, ვიდრე რეკომენდებული იყო ვენდორი კომპანიის მიერ. ამასთან, აღსანიშნავია, რომ 26 ოქტომბერს გამოყენებული ბიულეტენების ქაღალდის სისქე მეტია 2021 წლის არჩევნებზე კრწანისის ოლქში გამოყენებულ ბიულეტენებთან შედარებითაც. ბიულეტენები დაიბეჭდა შესაბამისი წესით შერჩეულ სამ სტამბაში და ამ პროცესს აკვირდებოდნენ ცესკოს წევრები, ასევე ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებლები. ბეჭდვასთან დაკავშირებით ინფორმაცია იყო საჯარო. ხელშეკრულება იხილეთ ბმულზე“, – აღნიშნულია განცხადებაში.
აშშ უკრაინას 500 პატრიოტის ტიპის რაკეტას გადასცემს.
რუსული ტანკერები აშშ-ისკენ მიემართებიან, თუმცა კომპანიები გამოძიების შიშით, უარს ამბობენ საწვავის შეძენაზე, თუნდაც ფასდაკლებით
ტრამპი: მე არ დამიწყია ომი ირანთან, მათ დაიწყეს ჩვენთან ომი
საქართველოს ბანკის YouTube პროექტის - CREATOR-ის მეორე სეზონი იწყება
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)