16:53 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-10-30 16:58:45, 252 ნახვა

პოლიტიკა
კალაძე - თუ ვინმეს მიტინგის ჩატარება უნდა, ეს მათი უფლებაა, მთავარია, ყველაფერი კანონის ფარგლებში იყოს

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, თუ ოპოზიციას ქუჩაში გამოსვლა და მიტინგის ჩატარება უნდა, შეუძლია ეს გააკეთოს, რადგან ქვეყანაში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება დაცულია, თუმცა მთავარია, რომ ყველაფერი კანონის ფარგლებში მოხდეს. 

ამის შესახებ მერმა ჟურნალისტებს ოპოზიციური პარტიების მიერ დაანონსებული შესაძლო ქუჩის პროტესტთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების კომენტირებისას განუცხადა. 

„ისინი ამით ცდილობენ, რომ როგორმე თავისი ამომრჩეველი შეინარჩუნონ. მთელი ამ ხნის განმავლობაში ისინი პირდაპირ ატყუებდნენ ამომრჩეველს. თავიანთი გაუგებარი კვლევებით, ეგზიტპოლებით მოატუეს, აზეიმეს და დღეს ეუბნებიან, უი, თურმე წაგვიგიაო. ესენი არიან ადამიანები, რომელთაც საერთოდ საარჩევნო კამპანია არ ჩაუტარებიათ, საერთოდ არ მისულან მოქალაქეებთან. ეს არის მოცემულობა. თუ ვინმეს გასვლა და მიტინგის ჩატარება უნდა, ეს მათი უფლებაა. დღეს ქვეყანაში გამოხატვის და სიტყვის თავისუფლება დაცულია, ისე როგორც არასდროს. თუ ვინმეს შეკრება უნდა, შეიკრიბოს, არავინ ზღუდავთ. მთავარია, ეს ყველაფერი კანონის ფარგლებში იყოს. თუ რაიმე გადაცდომა იქნება, ამას მოყვება შესაბამისი რეაგირება“, - განაცხადა კახა კალაძემ. 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
უკრაინაში დაღუპული ბაჩო ბებია და დავით ღოღაძე სამშობლოში ჩამოასვენეს
პროკურატურა ამტკიცებს რომ ღობის საქმის პროკურორზე მამის ბიზნესების გამო, თავდასხმა ხორციელდება
შსს-მ გენოციდის ხსოვნის დღეს თურქეთის საელჩოსთან აქციის გამართვის უფლება არ მისცა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics