20:39 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-26 16:58:13, 526 ნახვა

საზოგადოება
კომუნალურ ვაუჩერს თბილისის მოსახლეობის მესამედი მიიღებს

კომუნალურ ვაუჩერს თბილისის მოსახლეობის მესამედი მიიღებს

კომუნალურ ვაუჩერს თბილისის მოსახლეობის მესამედი მიიღებს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის საკრებულოს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ირაკლი ფავლენიშვილმა განუცხადა.

თავლელიშვილის განცხადებით, მათი წინადადებაა კომუნალური ვაუჩერი მიიღონ იმ ოჯახებმა, რომელთაც 200 000 ქულაზე ნაკლები ექნებათ.

„ჩვენი წინადადებაა, რომ კომუნალური ვაუჩერით დაფინანსდნენ ის ადამიანები, რომლებსაც 200 ათას ქულაზე ნაკლები აქვთ, ანუ სოციალურად დაუცველები არიან. ეს არის დაახლოებით 100 000 ოჯახი, რომლებიც თბილისის მოსახლეობის მესამედია. ისინი ამ ვაუჩერს მიიღებენ.

თბილისში არის 20 000-ზე მეტი ოჯახი, რომელთაც წელიწადში 40 000 ლარზე მეტი შემოსავალი აქვთ, დაახლოებით 3500 ლარი თვეში. ამიტომ ასეთ ოჯახებს ეს ვაუჩერი არ სჭირდება. ადამიანები კომუნალურ გადასახადებს იხდიან, სადაც არაა ფიქსირებული რომ ამდენი მოგაკლდა. ყოველ ადამიანს, რომელიც თვლის, რომ თავისი სოციალური მდგომარეობის გამო შექმნილ ბაზაში უნდა მოხვდეს მას შეუძლია მიმართოს სოციალურ სააგენტოს. თუ ექნება 200 000 ქულაზე ნაკლები, მათაც დავაფინანსებთ. თუ გადავადდა და მათ ვერ მოასწრეს სოციალური სტატუსის მიღება ჩვენ გარდა იმისა, რომ ნოემბერ-დეკემბერსაც დავუფინანსებთ, მარტსაც დავუფინანსებთ“, - განცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა და დასძინა, რომ დაზოგილი თანხმები სოციალურ პროგრამებს მოხმარდება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ლაშა შავდათუაშვილი და ეთერი ლიპარტელიანი ძიუდოში ევროპის ჩემპიონები გახდნენ
ენმ-ის თავმჯდომარე: ივანიშვილი ზახაროვას დავალებას ბრწყინვალედ ასრულებს
ფრანგმა კანონმდებლებმა კოლონიური ეპოქის დროს ჩამორთმეული ძვირფასი ნივთების დაბრუნების შესახებ კანონი დაამტკიცეს
საქართველოში სოციალური დახმარების მიმღებთა რაოდენობა თითქმის 6%-ით შემცირდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics