16:50 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-10-30 14:52:29, 327 ნახვა

პოლიტიკა
კალაძე პრეზიდენტზე - კეთილი ინებოს, მიბრძანდეს საგამოძიებო უწყებაში და კონკრეტული ფაქტები წარადგინოს

ასეთი მშვიდი და სტაბილური საარჩევნო გარემო, 2012 წლის შემდეგ არ მახსოვს. საქართველოს ხელისუფლებამ არჩევნები უმაღლეს დონეზე ჩაატარა და ეს შეფასება დადო ეუთო/ოდირმაც,- ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან განაცხადა.

როგორც კალაძემ აღნიშნა, სწორედ ამ მიზნით არის პრეზიდენტი საგამოძიებო უწყებაში დაბარებული, რადგან ის ბოლო დღეებში გაყალბების ფაქტებზე საუბრობდა. 

„ბოლო დღეებში ვისმენთ ცრუ კამპანიას, რომ თითქოს ვიღაცამ არჩევნები გააყალბა. თვალებში ნაცრის შეყრის მცდელობაა. გვეუბნებიან, რომ უამრავი ფაქტი არსებობს გაყალბებასთან დაკავშირებითო, თუმცა, მხოლოდ ორი ფაქტი წარმოადგინეს - ერთი, რომ დამკვირვებლებმა ერთმანეთი გადაკოცნეს და მეორე მილიონერ ბეჭდებიან ქალბატონზე. 

ცესკომ მიმართა პროკურატურას, რომ დაიწყოს გამოძიება. რა თქმა უნდა, ეს ჩვენს ინტერესშიც შედის. თუკი ვინმეს რაიმე კონკრეტული ფაქტი აქვს, ინფორმაცია გამოძიებას უნდა მიაწოდოს. მათ შორის, სალომე ზურაბიშვილიც გამოვიდა და ისაუბრა გაყალბებაზე. მხოლოდ სიტყვების ბრახაბრუხი რომ არ იყოს, კეთილი ინებოს, მობრძანდეს და წარადგინოს კონკრეტული ფაქტები“,- აღნიშნა კალაძემ.

ჟურნალისტის კითხვა - „რამდენიმე დღის წინ, რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ საქართველოს პრეზიდენტი უნდა დააკავონ. კითხვის ნიშნებს არ აჩენს ის ფაქტი, რომ ამის შემდეგ გამოძიება სწორედ ზურაბიშვილით დაინტერესდა“ - კალაძე პასუხობს, რომ „დღევანდელი ხელისუფლება კი არ მოქმედებს რუსეთის სასიკეთოდ, არამედ წინა ხელისუფლება იყო ამით დაკავებული“.

„რუსეთის მხარის მიერ გაკეთებული განცხადებები ოპოზიციისთვის არის საინტერესო და ისინი არიან ამ ყველაფერში ჩართული. ყველაფერი რუსეთის სასიკეთოდ სწორედ მაშინდელმა ხელისუფლებამ გააკეთა - პირდაპირ ჩააბარა ტერიტორიები. ეს იყო მოღალატეობრივი ქმედებები. 

რაც შეეხება ზურაბიშვილს, ეს ადამიანი უხეში ფორმით პირდაპირ საუბრობს გაყალბებაზე. წარმოუდგენელია, რომ ვინმემ არჩევნები გააყალბა. თუკი მას აქვს მტკიცებულებები, თუ მართლა ჰქონდა რაიმე დანაშაულს ადგილი, ყველა კითხვას შესაბამისი პასუხი უნდა გაეცეს. პრეზიდენტი იყენებს ყველა პლატფორმას, საუბრობს სიცრუეს, ზიანს აყენებს ქვეყნის რეპუტაციას. შესაბამისად, ვალდებულია, ყველა მტკიცებულება წარმოადგინოს, რაც არჩევნებს ეხება. შეგვიძლია დავიტრაბახოთ, რომ ასეთი არჩევნები მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებშიც ვერ ტარდება. ნახეთ, როგორ მიმდინარეობს არჩევნები ამერიკაში, რამხელა ზეწოლაა. ჩვენ უნდა ვიამაყოთ. ბევრჯერ მითქვამს, რომ ასეთი მშვიდი და სტაბილური საარჩევნო გარემო, 2012 წლის შემდეგ არ მახსოვს. არჩევნები უმაღლეს დონეზე ჩაატარა საქართველოს ხელისუფლებამ და ეს შეფასება დადო ეუთო/ოდირმაც“,- თქვა კალაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
უკრაინაში დაღუპული ბაჩო ბებია და დავით ღოღაძე სამშობლოში ჩამოასვენეს
პროკურატურა ამტკიცებს რომ ღობის საქმის პროკურორზე მამის ბიზნესების გამო, თავდასხმა ხორციელდება
შსს-მ გენოციდის ხსოვნის დღეს თურქეთის საელჩოსთან აქციის გამართვის უფლება არ მისცა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics