18:38 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-10-30 14:42:55, 263 ნახვა

პოლიტიკა
კალაძე - კიდევ ვერ იცნობენ ქართველ ხალხს და არ აქვთ წარმოდგენა, თუ როგორია მისი შინაგანი მდგომარეობა

ხელისუფლებაში ვერასდროს მოვლენ ისეთი ადამიანები, რომლებიც ძალადობდნენ საკუთარ მოქალაქეებზე და ფეხქვეშ თელავდნენ მათ უფლებებს, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის მიერ გაკეთებული იმ განცხადების შეფასებისას აღნიშნა, რომლის თანახმადაც, "საქართველოს წინააღმდეგ გარე ძალების მხრიდან შეტევა იმიტომ ხორციელდება, რომ ქვეყანას ლიბერალური პარტია არ მართავ". 

მისივე თქმით, იმ განცხადებებსა და ბრალდებებს, რომლებიც "გარე ძალებისგან" წინასაარჩევნოდ ისმოდა, ქართველმა ხალხმა არჩევნებზე შესაბამისი პასუხი გასცა. 

"საქართველოში ლიბერალები არ გვყავს, იმიტომ, რომ ლიბერალიზმი თავისი შინაარსით, სრულიად განსხვავდება ამ რადიკალებისგან. ესენი არიან ჩვეულებრივი ფაშისტები. საქართველოს ხელისუფლებაში ვერასდროს მოვლენ ისეთი ადამიანები, რომლებიც ძალადობდნენ საკუთარ მოქალაქეებზე, შეურაცხყოფას აყენებდნენ და ფეხქვეშ თელავდნენ მათ ღირსებას. ასეთი პოლიტიკური ძალები ქვეყნის სამართავად ვერასდროს დაბრუნდებიან. ხალხს კარგად ახსოვს, რამხელა უბედურება მოუტანა ამ ადამიანების მმართველობამ, როდესაც ისინი ხელისუფლებაში იყვნენ. რა თქმა უნდა, გარე ძალების ჩარევა იყო პირდაპირ საარჩევნო კამპანიაში. სამწუხაროდ, ესენი იყვნენ დასავლეთის ქვეყნები. გავიხსენოთ, რა განცხადებები კეთდებოდა. კიდევ ვერ იცნობენ ქართველ ხალხს და არ აქვთ იმის წარმოდგენა, თუ როგორია ქართველი კაცი, როგორია მისი შინაგანი მდგომარეობა. ვერ წარმოუდგენიათ. ვერ შეისწავლეს კიდევ. რა თქმა უნდა, იმ ჩარევებზე და განცხადებებზე, რომლებიც სიცრუესა და ბოროტებაზე იყო დაფუძნებული, ქართველმა ხალხმა, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე გარეთ, ამ რადიკალებს გასცა შესაბამისი პასუხი",- განაცხადა კახა კალაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
უკრაინაში დაღუპული ბაჩო ბებია და დავით ღოღაძე სამშობლოში ჩამოასვენეს
პროკურატურა ამტკიცებს რომ ღობის საქმის პროკურორზე მამის ბიზნესების გამო, თავდასხმა ხორციელდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics