|
2024-10-30 14:36:11, 424 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე - ბაიდენი ვერ იქნება არჩევნების შემფასებელი, ამას ეუთო/ოდირი აფასებს
თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი „ვერ იქნება საქართველოში ჩატარებული არჩევნების შემფასებელი, რადგან ამას საერთაშორისო ორგანიზაცია - ეუთო/ოდირი აკეთებს“. მისი თქმით, არჩევნები უმაღლეს დონეზე ჩატარდა. „ჯო ბაიდენი ვერ იქნება არჩევნების შემფასებელი, ვერც იმის, ხელისუფლება ლეგიტიმურია თუ არა. ამას აფასებს ეუთო/ოდირი. ჩვენ მოვისმინეთ ამ ორგანიზაციის შეალედური დასკვნა, რომელიც იყო საოცრება. ასეთი დასკვნა მე არ მახსოვს არჩევნებზე და არჩევნების დასრულების შემდეგ. პირდაპირ თქვეს, რომ არჩევნები იყო კონკურენტული, მრავალპარტიული და ხალხს ჰქონდა შესაძლებელობა, გაეკეთებინა არჩევანი. რაც შეეხება იმ განცხადებებს, ზუსტად მაგიტომ დაიწყო გამოძიება, რომ ყველაფერს გაეცეს შესაბამისი პასუხი, რათა კითხვის ნიშნანი არ დარჩეს ვინმეს. ამასთან დაკავშირებით წინა დღებში მეც ვისაუბრე და პრემიერმაც გააკეთა განცხადება: ვისაც სურვილი აქვს, გინდ ქვეყნის შიგნით და გინდ გარეთ, ყველას ვაძლევთ შესაძლებლობას, რომ გადათვალონ, დათვალონ ყველაფერი. წინა, 2020 წლის არჩევნებზეც ასეთი დამოკიდებულება გვქონდა, იმიტომ, რომ დარწმუნებულები ვართ ჩვენს სიმართლეში, დარწმუნებულები ვართ იმაში, რომ არჩევნები ჩატარდა უმაღლეს დონეზე. ახლაც, რამდენი უბანიც უნდათ, გახსნან, გადათვალონ და ნახონ“,- თქვა კალაძემ. რაც შეეხება საერთაშორისო გამოძიების დაწყებას, მერის თქმით, საქართველო დამოუკიდებელი სახელმწიფოა, სადაც გამოძიებისთვის შესაბამისი ინსტიტუციები არსებობს. „ქვეყნის გარეთ როგორ უნდა დაიწყოს გამოძიება, დამოუკიდებელი სახელმწიფო ვართ, ვცხოვრობთ ჩვენი კონსტიტუციით და კანონებით. საერთაშორისო გამოძიება დაწყოს, რას ნიშნავს? რამე დანაშაული გვაქვს ჩადენილი საერთაშორისო დონეზე? კითხვები რომ ჩნდება, ქვეყანაში არსებობს შესაბამისი ინსტიტუციები. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ პროკურატურას მიმართა, იმიტომ, რომ ბოლო დღეების განმავლობაში ვისმენთ აბსურდულ, ცრუ განცხადებებს, რომელთაც არანაირი ფაქტები არ უმაგრებს ზურგს, არანაირი საფუძველი არ აქვს. ქვეყანას რეპუტაციულად ზიანი რომ არ მიადგეს, ამიტომ არის მნიშვნელოვანი, ჩატარდეს გამოძიება და ყველა კითხვას გავცეთ შესაბამისი პასუხი“,- განაცხადა კალაძემ.
აშშ უკრაინას 500 პატრიოტის ტიპის რაკეტას გადასცემს.
რუსული ტანკერები აშშ-ისკენ მიემართებიან, თუმცა კომპანიები გამოძიების შიშით, უარს ამბობენ საწვავის შეძენაზე, თუნდაც ფასდაკლებით
ტრამპი: მე არ დამიწყია ომი ირანთან, მათ დაიწყეს ჩვენთან ომი
საქართველოს ბანკის YouTube პროექტის - CREATOR-ის მეორე სეზონი იწყება
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)