18:43 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-10-30 10:45:42, 370 ნახვა

პოლიტიკა
ჯაფარიძე - ახლა ერთადერთი ამოცანა გვაქვს - რუსებისთვის არჩევნების ცესკოს მიერ გამოცხადებული შედეგების ლეგიტიმაციის არდაშვება

გვაქვს ერთადერთი ამოცანა - რუსებისთვის არჩევნების ცესკოს მიერ გამოცხადებული შედეგების ლეგიტიმაციის არდაშვება,- ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ სოციალურ ქსელში დაწერა.

ჯაფარიძის განცხადებით, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების მხარეს სიმართლე, ხოლო მმართველი პარტიის მხარეს „უხეში ფიზიკური ძალაა“.

„ახლა, ამ დღეებში გვაქვს ერთადერთი ამოცანა - რუსებისთვის არჩევნების ცესკოს მიერ გამოცხადებული შედეგების ლეგიტიმაციის არდაშვება - არც ქვეყნის შიგნით, არც ქვეყნის გარედან.

რას ვაკეთებთ ამისთვის:

1. აქცია იყო ძალიან მნიშვნელოვანი. ყველამ, შიგნით თუ გარეთ, დაინახა (და კიდევ დაინახავს), რომ მოქალაქეები არ აღიარებენ ამ რიცხვებს და აპირებენ ბოლომდე ბრძოლას (სიტყვა „ბოლომდე “არის აქ მნიშვნელოვანი) თავისუფლებისთვის;

2. პრეზიდენტმა საჯაროდ, საერთაშორისო მედიის წინაშე განაცხადა, რომ ეს არ იყო არჩევნები, ეს იყო რუსული სპეცოპერაცია და არ სცნობს ცესკოს შედეგებს;

3. ოთხმა პოლიტიკურმა ჯგუფმა, რომელთაც გადალახეს საარჩევნო ბარიერი, ერთ ხმაში თქვეს, რომ არ აპირებენ ცესკოს რიცხვებზე დაყრდნობით შეკრებილი პარლამენტისთვის ლეგიტიმაციის მიცემას, რადგან თვლიან, რომ საქართველოს მოქალაქეებს არჩევნები მოპარეს;

4. ყველა პოლიტიკური ჯგუფი, ისევე, როგორც ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციები აგროვებენ გაყალბების მტკიცებულებებს, ახარისხებენ, შიფრავენ გაყალბების სქემებს, აწვდიან ამ ყველაფერს საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს.

ამით ვართ ახლა დაკავებული და ამ ყველაფერმა უკვე მოიტანა შედეგი. ოღონდ, ჯერ ეს საქმე ბოლომდეა მისაყვანი. ჩათვალეთ, ესაა პირველი ეტაპი.

რა იქნება ამის შემდეგ:

იქნება ის, რასაც დავიმსახურებთ ჩვენი ბრძოლით.

ეს არჩევნები ჩვენ მოვიგეთ. „ქოცები“ და რუსები დამარცხდნენ. ჩვენ გაცილებით მეტნი ვართ. ეს მათაც იციან.

ჩვენ მხარეს არის სიმართლე და ჩვენს მხარეს არიან მეგობრები, დემოკრატიული ქვეყნების სახით. მათ მხარეს არის უხეში ფიზიკური ძალა, დეზინფორმაციის მანქანა, პესკოვი, მედვედევი და სიმონიანი.
წინ გვაქვს ცესკოს მიერ არჩევნების შედეგების ოფიციალური გამოცხადება (მანამდე გასაჩივრების პროცედურებია გასავლელი).

და შემდეგ რუსების მცდელობა, შეიკრიბონ და სცნონ ახალი პარლამენტის უფლებამოსილება -
ჩათვალეთ ეს 2 მაილსთოუნია. არავის გვინდოდა აქამდე რომ მისულიყო, მაგრამ მივიდა“,- წერს ჯაფარიძე „ფეისბუქის“ გვერდზე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
უკრაინაში დაღუპული ბაჩო ბებია და დავით ღოღაძე სამშობლოში ჩამოასვენეს
პროკურატურა ამტკიცებს რომ ღობის საქმის პროკურორზე მამის ბიზნესების გამო, თავდასხმა ხორციელდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics