18:43 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-10-30 09:23:09, 400 ნახვა

პოლიტიკა
თევზაძე - არჩევნების გაყალბების დამტკიცებას დრო სჭირდება - ეს ერთ და სამ დღეში ვერ დამტკიცდება

არჩევნების გაყალბების დამტკიცებას დრო სჭირდება, ეს არჩევნების გასვლიდან ერთ და სამ დღეში ვერ დამტკიცდება,- ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრმა, თენგო თევზაძემ გადაცემაში “ეკა კვესიტაძის განსხვავებული აქცენტები“ განაცხადა.

თევზაძის თქმით, “არჩევნების აღიარებისთვის საყოველთაობა, ფარულობა, თანასწორობა და თავისუფალი ნების გამოვლენაა საჭირო“.

“პირდაპირ ვამბობ, ამას დრო სჭირდება, ეს არჩევნების გასვლიდან ერთ დღეში და სამ დღეში ვერ დამტკიცდება, რადგან ეს მხოლოდ “ქართული ოცნების“ მიერ ჩატარებული არჩევნები არ არის. ამას სხვა სახის ადმინისტრირება მოჰყვა. ეს არ არის მარტივად დაორგანიზებული საკითხი, ამისთვის დიდი ხანი ემზადებოდნენ. აქ საუბარია იმაზე, რომ თავიანთი მხარდამჭერების სტატისტიკა ძალიან მაღლა ასწიეს და მიიღეს ისეთი მონაცემები, რომელიც, საბოლოო ჯამში, საკუთარ ამომრჩეველშიც კითხვის ნიშანს აჩენს, რადგან გამორიცხულია ამ მასშტაბის აქტივობაში ყველა ამომრჩეველი მისულიყო და “ქართული ოცნებისთვის“ დაეჭირა მხარი. არჩევნები რომ ვაღიაროთ, ამისთვის 4 პრინციპის დაცვაა საჭირო: საყოველთაობა, ფარულობა, თანასწორობა და თავისუფალი ნების გამოვლენა. ეს არჩევნები კი, ფარულად არ ჩატარებულა“,- განაცხადა თენგო თევზაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
უკრაინაში დაღუპული ბაჩო ბებია და დავით ღოღაძე სამშობლოში ჩამოასვენეს
პროკურატურა ამტკიცებს რომ ღობის საქმის პროკურორზე მამის ბიზნესების გამო, თავდასხმა ხორციელდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics