18:40 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-10-29 13:26:08, 414 ნახვა

პოლიტიკა
პრეზიდენტი - ყველა სახის გაყალბების მეთოდი გამოიყენეს - ერთი და იმავე ადამიანების პირადობებს 7-ჯერ, 10-ჯერ, 17-ჯერ იყენებდნენ

ყველა სახის გაყალბების მეთოდი გამოიყენეს - ერთი და იმავე ადამიანების პირადობებს 7-ჯერ, 10-ჯერ, 17-ჯერ იყენებდნენ,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა 26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით CNN-თან ინტერვიუში განაცხადა.

კრისტიან ამანპურთან პირდაპირ ჩართვაში ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი "მხოლოდ საკუთარ ინტერესებს იცავს, მისი პარტია კი, ევროინტეგრაციის საბოტაჟს მიზანმიმართულად ეწევა".

კითხვას - ჩვენ ვიცით, რომ რუსეთს თქვენი ქვეყნის 20% აქვს ოკუპირებული, ისევე როგორც უკრაინის, მაგრამ რუსეთი უარყოფს თქვენს არჩევნებში ჩარევას. რა მტკიცებულებები გაქვთ ამისი? - პრეზიდენტმა ასე უპასუხა:

"მტკიცებულება არის ის, რომ საქართველოს მოსახლეობის 70% მხარს უჭერს ევროპულ გზას და ევროინტეგრაციას, მოულოდნელად კი აღმოჩნდა, რომ ერთ არჩევნებში ყველაფერი შეიცვალა. საქმე ისაა, რომ ამ არჩევნებში ყველა სახის გაყალბების მეთოდი იქნა გამოყენებული, განსაკუთრებით ახალი, ელექტრონული ხმის მიცემის პირობებში, სადაც დამტკიცდა, რომ გამოყენებულ იქნა ერთი და იმავე ადამიანების პირადობის მოწმობები 7-ჯერ, 10-ჯერ და 17-ჯერ. ახლა მიმდინარეობს იმის დამტკიცების პროცესი, რომ ამას ჰქონდა სისტემური ხასიათი. ჩვენ ადრეც გვინახავს საქართველოში დარღვევები, მაგრამ ასეთი მასშტაბების დარღვევები უპრეცედენტოა",- აღნიშნა პრეზიდენტმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
უკრაინაში დაღუპული ბაჩო ბებია და დავით ღოღაძე სამშობლოში ჩამოასვენეს
პროკურატურა ამტკიცებს რომ ღობის საქმის პროკურორზე მამის ბიზნესების გამო, თავდასხმა ხორციელდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics