|
2016-02-26 16:18:01, 1099 ნახვა
სამართალი
ეკა მიშველაძე პეტრიაშვილის დაჭრაზე: ის ვინც ეს ჩაიდინა ციხეში უნდა იჯდეს
ის ვინც ეს ჩაიდინა, ციხეში უნდა იყოს და უახლოეს მომავალში კითხვებზე პასუხებს ველოდები, რატომ მოხდა და რისთის, - ამის შესახებ "თავისუფალი დემოკრატების" გენერალური მდივნის მეუღლემ, ეკა მიშველაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მიშველაძის თქმით, ამ დროისთვის მისთვის ბევრი რამ არ არის ცნობილი. მიშველაძე იმედს იტოვებს, რომ პოლიცია მომხდარს გამოიძიებს. "ვიცი, რომ საზოგადოების და მედიის მხრიდანაც ინტერესი ძალიან დიდია. ამ დროისთვის შემიძლია გითხრათ, რომ არაფერი არ ვიცი რა მოხდა და როგორ მოხდა. მე იქ არ ვყოფილვარ. ვიცი, რომ ეს სასაფლაოზე მოხდა. ბუკა დღეს ლევან მიქელაძის სასაფლაოზე იყო მისული, იმიტომ, რომ დღეს ლევანს დაბადების დღე აქვს. ახლა ბუკა საოპერაციოშია. როგორც ექიმები ამბობენ მისი მდგომარეობა სტაბილურია. ყოველ შემთხვეში მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მე მინდა ერთი რამ ვთქვა, ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ პოლიცია გამოიკლვევს თუ რა და როგორ მოხდა და დამნაშავე აუცილებლად დაისჯება. ის ვინც ეს ჩაიდინა ციხეში უნდა იჯდეს. უახლოეს მომავალში ველოდები პასუხებს, თუ რატომ და რისთის მოხდა ეს ყველაფერი", - განაცხადა მიშველაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)