|
2024-10-28 21:41:28, 568 ნახვა
პოლიტიკა
„მოთხოვნას მიუკერძოებელ გამოძიებაზე ვუერთდებით“ - ევროკავშირის 13 მინისტრი ერთობლივ განცხადებას ავრცელებს
ევროკავშირის წევრი 13 ქვეყნის საგარეო საქმეთა და ევროპის საკითხთა მინისტრები საქართველოში გამართული არჩევნების საკითხზე ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. მინისტრები უერთდებიან გამოძიების შესახებ მოწოდებას და აკრიტიკებენ უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის საქართველოში ვიზიტს. "ჩვენ ღრმად ვართ შეშფოთებულები საქართველოში მიმდინარე მოვლენებით. საერთაშორისო დამკვირვებლებმა გამოავლინეს დარღვევები, როგორც საარჩევნო კამპანიის დროს, ასევე, არჩევნების დღეს. ჩვენ ვგმობთ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების შესახებ საერთაშორისო ნორმების ყოველგვარ დარღვევას. ვუერთდებით შეშფოთებასა და მოთხოვნას საჩივრების მიუკერძოებელი გამოძიებისა და დარღვევების გამოსწორების შესახებ. ამ რთულ დროს ვდგავართ ქართველი ხალხის გვერდით. მნიშვნელოვანია, რომ საპროტესტო აქციები, განსაკუთრებით, მთავრობის რეაგირება მათზე იყოს მშვიდობიანი. საარჩევნო კეთილსინდისიერების დარღვევა შეუთავსებელია სტანდარტებთან, რომელიც ევროკავშირის კანდიდატთან არსებობს. ეს არის ქართველი ხალხის ლეგიტიმური ევროპული მისწრაფებების ღალატი. კანონის უზენაესობისა და თავისუფალი, სამართლიანი არჩევნების ერთგულება არის საქართველოს ევროკავშირის გზაზე განუყოფელი ნაწილი. ჩვენ ვაკრიტიკებთ პრემიერ-მინისტრ ორბანის ვიზიტს საქართველოში. ის არ საუბრობს ევროკავშირის სახელით",- აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ: მარტინ დვორაკი;
პოლონეთის პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ტრიბუნალის შენობა დატოვა, საპროტესტო აქციები გაგრძელდა
კაჩინსკიმ საკონსტიტუციო სასამართლოსთან დაკავშირებულ სიტუაციას სახელმწიფო გადატრიალება უწოდა
რუსეთი ოთხწლიანი პაუზის შემდეგ ჰოკეის მსოფლიო ჩემპიონატს დაუბრუნდება
პოლონეთის მმართველმა კოალიციამ საკონსტიტუციო სასამართლოს ხელმძღვანელის შეცვლა უზრუნველყო
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)