09:00 - 31 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-10-28 19:36:16, 435 ნახვა

პოლიტიკა
„მათთვის აბსოლუტურად გასაგებია ჩვენი პოზიცია“ - ოპოზიციის ლიდერებმა ელჩებთან შეხვედრა გამართეს

ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ლიდერებმა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართეს.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ, „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ მედიის წარმომადგენლებს განუცხადა, ელჩებს საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია გააცნეს.

“ჩვენ არ ვცნობთ ამ არჩევნების შედეგებს - ეს არის საერთო ოპოზიციური გადაწყვეტილება. მათ ვუთხარით ჩვენი გეგმების შესახებ - რას ვაპირებთ, როგორ ვაპირებთ, რომ დავადასტუროთ ეს მასობრივი გადაწერა არჩევნების შედეგების, რაც მოხდა საქართველოში... შეხვედრაზე მოგვისმინეს, კითხვები დასვეს. მათთვის აბსოლუტურად გასაგებია ჩვენი პოზიცია. მათი ფუნქცია არის, რომ დედაქალაქებს გადასცენ ჩვენი პოზიცია“,- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პოლონეთის პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ტრიბუნალის შენობა დატოვა, საპროტესტო აქციები გაგრძელდა
კაჩინსკიმ საკონსტიტუციო სასამართლოსთან დაკავშირებულ სიტუაციას სახელმწიფო გადატრიალება უწოდა
რუსეთი ოთხწლიანი პაუზის შემდეგ ჰოკეის მსოფლიო ჩემპიონატს დაუბრუნდება
პოლონეთის მმართველმა კოალიციამ საკონსტიტუციო სასამართლოს ხელმძღვანელის შეცვლა უზრუნველყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics