|
2024-10-28 16:02:18, 381 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე ISFED-ზე - დამალულები რომ არიან და არ ჩანან, გამოვიდნენ და კეთილი ინებონ, დადონ შედეგები
ნინო დოლიძე გამოვიდა და თქვა, რომ ერთი ერთში ემთხვევა მათ მიერ ჩატარებული დათვლები მიღებულ შედეგებს,- ასე ეხმაურება არჩევნების შედეგებისადმი სკეპტიკურად განწყობილ საზოგადოებას დედაქალაქის მერი კახა კალაძე და სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებას (ISFED) მოუწოდებს, დადოს პარალელური დათვლის შედეგები. "მინდა მოვუწოდო ISFED-ს, დამალულები რომ არიან და არ ჩანან, გამოვიდნენ და კეთილი ინებონ, დადონ შედეგები. სხვათა შორის, ნინო დოლიძე გამოვიდა და თქვა, რომ ერთი ერთში ემთხვევა მათ მიერ ჩატარებული დათვლები მიღებულ შედეგებს. ამ ორგანიზაციას USAID, რომელიც იცით, რომ არის ამერიკის მთავრობის ორგანიზაცია. კეთილი ინებონ და გამოვიდნენ. ჩვენ გვახსოვს, 2020 წელს რა იკადრეს და რომ გააქარწყლონ ის დამოკიდებულება, რაც ქართულ საზოგადოებაში და ქართველ ხალხში არის ამ ორგანიზაციის მიმართ, კეთილი ინებონ, გამობრძანდნენ და დადონ კონკრეტული შედეგები, აჩვენონ საზოგადოებას ეს ყველაფერი. თუკი ვინმეს კითხვის ნიშანი აქვს ქვეყნის შიგნით, ქვეყნის გარეთ, გაერთიანდნენ, მობრძანდნენ და რამდენი უბანიც უნდათ, დაითვალონ. გამოსაძიებელი არაფერია. ყველაფერი ხელისგულზეა და ჩანს ნათლად. 2020 წელს ხომ გახსოვთ, გაყვიროდა ყველა, რომ გაყალბებულია. რეალურად რა აღმოჩნდა, ვიყავით მართლები? - იგივეა ახლაც, ჩვენ არ გვჭირდება გაყალბება. ეს ადამიანები მთელი საარჩევნო კამპანიის განმავლობაში ატყუებდნენ თავიანთ ამომრჩეველს, ცრუ კვლევებით აჯერებდნენ, რომ აუცილებლად გაიმარჯვებდნენ. ამაზე მათ, პირველ რიგში, მათმა ამომრჩეველმა უნდა მოსთხოვოს პასუხი",- განაცხადა კახა კალაძემ.
აშშ-ის სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციას საარჩევნო კომისიის წევრების დაშინება აუკრძალა
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა საკონსტიტუციო ტრიბუნალთან დაკავშირებულ კონფლიქტზე - კანონის უზენაესობის აღდგენა ჩვენი მოვალეობაა
პოლონეთის პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ტრიბუნალის შენობა დატოვა, საპროტესტო აქციები გაგრძელდა
კაჩინსკიმ საკონსტიტუციო სასამართლოსთან დაკავშირებულ სიტუაციას სახელმწიფო გადატრიალება უწოდა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)