|
2024-10-28 15:42:49, 343 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე - გამოვიდნენ, შეიკრიბონ, თუმცა, ყველას, ვინც კანონის ჩარჩოს გასცდება, კანონის ფარგლებში შესაბამისი მკაცრი პასუხი გაეცემა
საქართველოს მოსახლეობა დადგა იქ, სადაც ქვეყნის მომავალს სჭირდებოდა, რადიკალურმა ოპოზიციამ კი მიიღო ის, რასაც იმსახურებდნენ,- ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მედიასთან ისაუბრა. ჟურნალისტის კითხვაზე, რას ფიქრობს ოპოზიციური ძალების მიერ დაანონსებული აქციისა და რევოლუციური მოწოდებების შესახებ, კახა კალაძე პასუხობს, რომ მათ შეუძლიათ აქცია გამართონ, თუმცა, არ უნდა გასცდნენ კანონის ჩარჩოებს. "ნებისმიერ ადამიანს შეუძლია გამოხატოს თავისი მოსაზრება. საქართველოში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება დაცულია, მაგრამ ცხადია, ეს კანონის ფარგლებში უნდა მოხდეს. ნურავის ექნება ამის ილუზია და არავის მიეცემა იმის შესაძლებლობა, რომ ძალით, ხელების გადაგრეხით ვიღაცას დაუპირისპირდეს. ყველას, ვინც კანონის ჩარჩოს გასცდება, კანონის ფარგლებში შესაბამისი ძალიან მკაცრი პასუხი გაეცემა. გამოვიდნენ, შეიკრიბონ. რადიკალური ოპოზიცია დღეს დამარცხებული და განადგურებულია. მიიღეს ის, რასაც რეალურად იმსახურებდნენ",- განაცხადა თბილისის მერმა. მან ასევე მადლობა გადაუხადა მოსახლეობის იმ ნაწილს, ვინც მხარი დაუჭირა საქართველოს სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობას, ღირსებას, მშვიდობასა და ეკონომიკურ განვითარებას. "მინდა, კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო 1 მილიონ 120 000 ადამიანს, ვინც გამოვიდა და მხარი დაუჭირა საქართველოს სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობას, ღირსებას, ღირსეულ მომავალს, მშვიდობის შენარჩუნებას და ეკონომიკურ განვითარებას. რადიკალიზმი, ბოროტება და ის სიბინძურე, რასაც ბოლო წლებსა და თვეებში ვხედავთ, ხელისუფლების სათავეში ვერასდროს მოვა. როგორ შეიძლება ქვეყნის მოღალატეს და აგენტს მოსახლეობამ ქვეყნის ბედი ანდოს? ქართველი ხალხი ბრძენია, ზურგის ტვინით გრძნობს ყველაფერს. შესაბამისად, საქართველოს მოსახლეობა დადგა იქ, სადაც ქვეყნის მომავალს სჭირდებოდა",- აღნიშნა კალაძემ.
აშშ-ის სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციას საარჩევნო კომისიის წევრების დაშინება აუკრძალა
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა საკონსტიტუციო ტრიბუნალთან დაკავშირებულ კონფლიქტზე - კანონის უზენაესობის აღდგენა ჩვენი მოვალეობაა
პოლონეთის პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ტრიბუნალის შენობა დატოვა, საპროტესტო აქციები გაგრძელდა
კაჩინსკიმ საკონსტიტუციო სასამართლოსთან დაკავშირებულ სიტუაციას სახელმწიფო გადატრიალება უწოდა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)