2024-10-28 14:26:19, 321 ნახვა
პოლიტიკა
ნატოს პრესსპიკერი არჩევნებზე - დარღვევების შესახებ ცნობები საფუძვლიანად გამოძიებული უნდა იყოს
დარღვევების შესახებ ცნობები საფუძვლიანად უნდა იყოს გამოძიებული,- ამის შესახებ ნატოს პრესსპიკერი ფარა დახლალა სოციალურ ქსელ X-ზე წერს.
როგორც დახლალა წერს, საქართველოს არჩევნები არათანაბარ გარემოში ჩატარდა.
"საერთაშორისო საარჩევნო სადამკვირვებლო მისიამ აღნიშნა, რომ საქართველოს არჩევნები არათანაბარ გარემოში ჩატარდა, რაც ძირს უთხრის საზოგადოების ნდობას შედეგებისადმი. არჩევნებთან დაკავშირებული დარღვევების შესახებ ცნობები საფუძვლიანად უნდა იყოს გამოძიებული",- წერს დახლალა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,