|
2024-10-28 10:48:44, 389 ნახვა
პოლიტიკა
ბორელი და ევროკომისია - კონსტრუქციული და ინკლუზიური დიალოგი საქართველოს პოლიტიკურ სპექტრში ახლა უმნიშვნელოვანესია
კონსტრუქციული და ინკლუზიური დიალოგი პოლიტიკურ სპექტრში ახლა უმნიშვნელოვანესია. 17 ოქტომბრის ევროპული საბჭოს დასკვნების შესაბამისად, ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, მიიღოს დემოკრატიული, ყოვლისმომცველი და მდგრადი რეფორმები ევროპული ინტეგრაციის ძირითადი პრინციპების შესაბამისად,- ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელისა და ევროკომისიის ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული. როგორც განცხადებაში ნათქვამი, ევროკავშირი ელოდება ეუთო/ოდირის საბოლოო ანგარიშსა და რეკომენდაციებს, რომლებიც რაც შეიძლება სწრაფად უნდა განხორციელდეს. "26 ოქტომბერს, შაბათს საქართველოს მოქალაქეებმა ხმა მისცეს საპარლამენტო არჩევნებში. კონსტრუქციული და ინკლუზიური დიალოგი პოლიტიკურ სპექტრში ახლა უმნიშვნელოვანესია. 17 ოქტომბრის ევროპული საბჭოს დასკვნების შესაბამისად, ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, მიიღოს დემოკრატიული, ყოვლისმომცველი და მდგრადი რეფორმები, ევროპული ინტეგრაციის ძირითადი პრინციპების შესაბამისად. ამ კონტექსტში ევროკავშირი შეახსენებს, რომ ნებისმიერი კანონმდებლობა, რომელიც ძირს უთხრის საქართველოს მოქალაქეების ფუნდამენტურ უფლებებსა და თავისუფლებებს და ეწინააღმდეგება იმ ღირებულებებსა და პრინციპებს, რომლებზეც ევროკავშირი დაფუძნდა, უნდა გაუქმდეს",- აღნიშნულია ევროკომისიისა და უმაღლესი წარმომადგენლის ერთობლივ განცხადებაში.
კანადამ და ევროკავშირმა ალიანსის შექმნის შესახებ განაცხადეს
აშშ-ის სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციას საარჩევნო კომისიის წევრების დაშინება აუკრძალა
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა საკონსტიტუციო ტრიბუნალთან დაკავშირებულ კონფლიქტზე - კანონის უზენაესობის აღდგენა ჩვენი მოვალეობაა
პოლონეთის პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ტრიბუნალის შენობა დატოვა, საპროტესტო აქციები გაგრძელდა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)