23:25 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-10-27 20:10:45, 300 ნახვა

პოლიტიკა
მდინარაძე - დიდი მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულ მხარდამჭერს, რომლებმაც მხარი დაუჭირეს „ქართულ ოცნებას“ უდიდესი ფსიქოლოგიური წნეხის მიუხედავად

დიდი მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულ მხარდამჭერს, რომლებმაც მხარი დაუჭირეს „ქართულ ოცნებას“ და საკუთარ სამშობლოს, მიუხედავად უდიდესი ფსიქოლოგიური წნეხისა და ზეწოლისა ქვეყნის გარედან თუ ქვეყნის შიგნით, მიუხედავად უპრეცედენტო დეზინფორმაციის ნიაღვრისა, რომელიც ჩვენი ქვეყნის და ჩვენი პარტიის წინააღმდეგ მოდიოდა,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე განაცხადა. 

მან ასევე მადლობა გადაუხადა ემიგრანტებს.

„ასევე, განსაკუთრებული მადლობა მინდა ვუთხრა ემიგრანტებს, რომლებმაც, ასეთი მასშტაბური ბულინგის და ეს საზღვარგარეთის ბევრ ქვეყანაში განსანკუთრებულია, ამ ბულინგის მიუხედავად, მხარი დაუჭირეს „ქართულ ოცნებას“ – 5 000-მდე ადამიანს განსაკუთრებულ მადლობას გადავუხდი.
საერთოდ არ მიკვირს უცხოეთში შედარებით დაბალი პროცენტი „ართული ოცნების“. მაგალითად, „ქართული ოცნების“ ერთ-ერთ მხარდამჭერ გვერდზე რომ გაზიარდა ემიგრანტების ვიდეო, სადაც ისინი მხარს უჭერდნენ „ქართულ ოცნებას“, ვერ წარმოიდგენთ რას უშვებიან იმ ადამიანებს. რამდენიმე მათგანი დაგვიკავშირდა და გვიყვებიან, რომ ბულინგის მსგავსი მეთოდები ალბათ თქვენც კი, მანდ, საქართველოში ვერ წარმოგიდგენიათო. მხოლოდ იმის გამო, რომ ამ ადამიანებს საკუთარი აზრი გააჩნიათ და მხარს უჭერენ „ქართულ ოცნებას“, ბულინგის ისეთ ქარ-ცეცხლში ატარებენ, რომ ლამის ცხოვრებაზე ააღებინონ ხალხს ხელი. გვიკავშირდებიან, გვეუბნებიან, რომ ვერ წარმოვიდგენდით, თუ ჩვენს ახლობელს და ნათესავს ასეთი რამ შეეძლო ჩვენს წინააღმდეგო. კიდევ კარგი პროცენტი და კიდევ კარგი რაოდენობაა. 

საზოგადოებას წარმოდგენა რომ ჰქონდეს, 25 000-მდე ადამიანი იყო მისული უცხოეთში საარჩევნო უბნებზე, ბევრს წარმოდგენა აქვს, ჰგონიათ, რომ ასიათასობით ადამიანი მიდის. არ მიდიან უბრალოდ, არ გაგიკვირდეთ. ამ ადამიანების მიმართ ბულინგის არაბუნებრივი და არაადამიანური მასშტაბი წარმოებს უცხო ქვეყნებში",- აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics