23:23 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-10-27 19:39:40, 299 ნახვა

პოლიტიკა
მდინარაძე - ისნის საარჩევნო უბანზე ფიზიკურ ანგარიშსწორებას ახმეტიდან ჩამოსული ენმ-ის „ზონდერები“ ახორციელებდნენ

თქვენ გახსოვთ ყველაზე მძიმე უბანი და დაძაბულობას - რამდენჯერ იყენებენ ეუთო/ოდირის და სხვა დამკვირვებლები ამ სიტყვას, NDI, IRI და ა.შ. დაძაბულობის ყველაზე ცხელი კერა იყო ისანი, ესეც გახსოვთ და რა ხდებოდა ისანში. ჩვენ მივაკვლიეთ, რომ ისნის საარჩევნო უბანზე ფიზიკურ ანგარიშსწორებას ახორციელებდნენ ახმეტიდან ჩამოსული „ნაცმოძრაობის“ „ზონდერები“,- ამის შესახებ „ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მდინარაძის თქმით, აღნიშნული „ზონდერჯგუფის“ შემადგენლობაში ასევე იყო პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ლევან ხაბეიშვილის დაცვის თანამშრომელიც. 

„ახლა გაგვცეს პასუხი ხაბეიშვილმა, „ნაციონალურმა მოძრაობამ“, გვარამიამ, იმიტომ, რომ ეს იყო მათი ერთობლივი ოპერაცია და თავის პრესკონფერენცია, რომ დადგებიან - გთხოვთ ყველას, რომ დაუსვათ შეკითხვა, რას აკეთებდნენ ახმეტის მცხოვრები „ზონდერჯგუფები“ 30-40-კაციანი შემადგენლობით ისნის საარჩევნო უბანზე. ტელეკომპანია „ტვ პირველის“ მიერ გადაღებულ კადრებში დავაიდენტიფიცირეთ არაერთი ასეთი პირი, მათ შორის, იქ იყო, გუშინვე გავრცელდა ეს ინფორმაცია - ხაბეიშვილის დაცვის თანამშრომელი, მათ შორის მარჯანიშვილის ქუჩაზე მდებარე ბარებში მომუშავე დაცვის თანამშრომლები და ახმეტაში მცხოვრები რამდენიმე ადამიანი, რომლებიც ფიზიკურად უსწორდებოდნენ, ურტყამდნენ და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ იმ უბნის მცხოვრებლებს და ამომრჩევლებს, რომელ უბანზეც ისინი ამას ახორციელებდნენ. 

ახლა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, გამცენ პასუხი, რას აკეთებდნენ ახმეტაში მცხოვრები მოქალაქეები ისნის საარჩევნო უბანზე და იყო  თუ არა ეს დადგმული პროვოკაცია იმისთვის, რომ დღეს ეუთოს წარმომადგენლებსა და სხვა დამკვირვებლებს ამ თემაზე ელაპარაკათ“,- განაცხადა მდინარაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics