23:23 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-10-27 15:53:56, 344 ნახვა

პოლიტიკა
ხაზარაძე - არჩევნები ივანიშვილმა და „ოცნებამ“ რუსეთის სპეცსამსახურებთან ერთად მიითვისა და წაართვა ქართველ ხალხს

გუშინდელი არჩევნები ბიძინა ივანიშვილმა და “ქართულმა ოცნებამ" რუსეთის სპეცსამსახურებთან ერთად მიითვისა და წაართვა ქართველ ხალხს,- ამის შესახებ “ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.

ხაზარაძის თქმით, “ძლიერი საქართველოსთვის“ ეს არჩევნები და შედეგები მიუღებელია.

“გუშინდელი არჩევნები ბიძინა ივანიშვილმა და “ქართულმა ოცნებამ" რუსეთის სპეცსამსახურებთან ერთად მიითვისა და წაართვა ქართელ ხალხს. “ძლიერი საქართველო“ არ აღიარებს 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს. ჩვენ არ ვაღიარებთ გუშინდელი არჩევნების შედეგებს და გავაგრძელებთ თითოეული ჩვენი ამომრჩევლის ხმის უფლების დაცვას...

ჩვენ ვდგავართ ჩვენს ხალხთან ერთად, სიმართლის მხარეს. გუშინდელი არჩევნები არის მიუღებელი, ეს იყო მოპარული არჩევნები, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა რუსული “ფე-ეს-ბეს“ და “კა-გე-ბეს“ დახმარებით ჩაატარა საქართველოში. მინდა, ყველას ვუთხრა, არავინ გაიტეხოს გული, არაფერი დამთავრებული არ არის, ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას“,- განაცხადა ხაზარაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics