|
2024-10-27 13:01:22, 312 ნახვა
პოლიტიკა
მაღლაფერიძე - არჩევნების შედეგების არცნობისკენ მოწოდება-წაქეზება, ვისგანაც არ უნდა მოდიოდეს ეს, ნიშნავს კონსტიტუციის ფარგლებიდან გასვლას
"პირველი არხის" სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე ვასილ მაღლაფერიძე სოციალურ ქსელში 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს ეხმიანება და აღნიშნავს, რომ საქართველოში ჩატარდა არჩევნები, რომელიც სამაგალითოა მსოფლიოს ბევრი ქვეყნისთვის და საქართველოს მოქალაქეები ვალდებულნი არიან, კონსტიტუციის ფარგლებში დარჩნენ და პატივი სცენ ერთმანეთის არჩევანს. როგორც მან აღნიშნა, არჩევნების შედეგების არცნობა ან არცნობისკენ მოწოდება-წაქეზება, საიდანაც და ვისგანაც არ უნდა მოდიოდეს ეს, ნიშნავს კონსტიტუციის ფარგლებიდან გასვლას და სახელმწიფო გადატრიალებისკენ მოწოდებას და თუ ასეთი მოხდება, შესაბამისმა ორგანოებმა მეყსეულად უნდა მიიღონ კანონით გათვალისწინებული ზომები. "1. საქართველოში ჩატარდა არჩევნები, რომელიც სამაგალითოა მსოფლიოს ბევრი ქვეყნისთვის. 2. მიუხედავად ქვეყნის გარედან და შიგნიდან წინასწარ გამოთქმული ძალიან არაკორექტული ვარაუდებისა, საქართველომ აჩვენა, რომ აქვს მყარი საარჩევნო სისტემა, რომელიც გაყალბებას არ ექვემდებარება. 3. საერთაშორისო დამკვირვებლები აცხადებდნენ, რომ არჩევნები მიმდინარეობდა მშვიდ და სამართლიან გარემოში. 4. პარლამენტის შედეგები გამოაცხადა საქართველოს ცესკომ, ერთადერთმა ორგანომ ვისაც ამისი უფლება აქვს. 5. არჩევნების შედეგები სავალდებულო ფაქტად უნდა მიიღოს ყველამ როგორც შიგნით, ისე - გარეთ, ვინც საქართველოს კონსტიტუციას ცნობს და საქართველოს დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარებს. 6. ვინც ამ შედეგებს არ ეთანხმება, შეუძლია გაასაჩივროს სასამართლოში და მხოლოდ სასამართლოში. 7. საქართველოს მოსახლეობამ, კონსტიტუციაზე დაყრდნობით, გამოხატა თავისი ნება და არჩევნების მეშვეობით პარლამენტში შეიყვანა ხუთი პოლიტიკური პარტია, რომლებიც, ასევე, კონსტიტუციიდან გამომდინარე არიან შექმნილები. ქვეყანა გადავიდა პროცედურული დემოკრატიის ფაზაში. 8. არჩევნების შედეგების არცნობა ან არცნობისკენ მოწოდება-წაქეზება, საიდანაც და ვისგანაც არ უნდა მოდიოდეს ეს, ნიშნავს კონსტიტუციის ფარგლებიდან გასვლას და სახელმწიფო გადატრიალებისკენ მოწოდებას და თუ ასეთი მოხდება, შესაბამისმა ორგანოებმა მეყსეულად უნდა მიიღონ კანონით გათვალისწინებული ზომები. 9. საქართველოში ჩატარდა არჩევნები და საქართველოს მოქალაქეები ვალდებულნი ვართ, კონსტიტუციის ფარგლებში დავრჩეთ და პატივი ვცეთ ერთმანეთის არჩევანს",- წერს მაღლაფერიძე.
კანადამ და ევროკავშირმა ალიანსის შექმნის შესახებ განაცხადეს
აშშ-ის სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციას საარჩევნო კომისიის წევრების დაშინება აუკრძალა
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა საკონსტიტუციო ტრიბუნალთან დაკავშირებულ კონფლიქტზე - კანონის უზენაესობის აღდგენა ჩვენი მოვალეობაა
პოლონეთის პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ტრიბუნალის შენობა დატოვა, საპროტესტო აქციები გაგრძელდა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)