|
2024-10-27 12:49:39, 388 ნახვა
პოლიტიკა
კარასინი - საქართველოში საპარლამენტო არჩევნებმა მშვიდ ვითარებაში ჩაიარა
საქართველოში საპარლამენტო არჩევნებმა მშვიდ ვითარებაში ჩაიარა,- ასე ეხმაურება რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გრიგორი კარასინი საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს. როგორც კარასინი სოციალურ ქსელ X-ზე წერს, “მაღალი აქტივობა, დაახლოებით, 58%, სამოქალაქო ჩართულობის კიდევ ერთი მაჩვენებელია“. “თბილისიდან შემოსული ინფორმაციით, საქართველოში საპარლამენტო არჩევნებმა მშვიდ ვითარებაში ჩაიარა. მაღალი აქტივობა, დაახლოებით, 58%, არის სამოქალაქო ჩართულობის კიდევ ერთი მაჩვენებელი. ხმების თითქმის 53%, რაც მმართველმა “ქართულმა ოცნებამ“ მიიღო, ისევე, როგორც ოთხი ოპოზიციური პარტიის პარლამენტში შესვლა, ქვეყნის შიდა პოლიტიკაში აქტიურ პერიოდს გვპირდება. ვიმედოვნებთ, რომ ეს მოხდება პროგნოზირებად და ცივილიზებულად. ამით დაინტერესებულია არა მარტო საქართველო, არამედ მთელი კავკასიის რეგიონი“,- წერს კარასინი.
კანადამ და ევროკავშირმა ალიანსის შექმნის შესახებ განაცხადეს
აშშ-ის სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციას საარჩევნო კომისიის წევრების დაშინება აუკრძალა
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა საკონსტიტუციო ტრიბუნალთან დაკავშირებულ კონფლიქტზე - კანონის უზენაესობის აღდგენა ჩვენი მოვალეობაა
პოლონეთის პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ტრიბუნალის შენობა დატოვა, საპროტესტო აქციები გაგრძელდა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)