2024-10-27 12:10:15, 335 ნახვა
პოლიტიკა
გვარამია - ამ სრულად გაყალბებული არჩევნების ლეგიტიმაცია სრულიად გამორიცხულია
ამ სრულად გაყალბებული არჩევნების ლეგიტიმაცია სრულიად გამორიცხულია,- ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს.
როგორც გვარამია აცხადებს სახელმწიფოს სამართლიანი არჩევნების ინსტიტუტი უნდა დაუბრუნდეს.
„იქ, სადაც მე ვარ, რაშიც მე ვმონაწილეობ, ამ სრულად გაყალბებული არჩევნების ლეგიტიმაცია სრულიად გამორიცხულია.
ხალხს ხმა უნდა დაუბრუნდეს და სახელმწიფოს - სამართლიანი არჩევნების ინსტიტუტი!“ - წერს გვარამია „ფეისბუქის“ გვერდზე.
ავტორი: ექსპრესნიუსი,