20:37 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-26 14:10:59, 575 ნახვა

საზოგადოება
საბურთალოს რაიონის გამგებელმა ვაჟა-ფშაველას გამზირის მიმდებარე ქუჩებზე საგზაო სამუშაოები დაათვალიერა

საბურთალოს რაიონის ტერიტორიაზე საგზაო ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობის სამუშაოები აქტიურ ფაზაშია შესული. რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე დღეს ვაჟა-ფშაველას N1 ჩიხსა და ანტონოვსკაიას ქუჩებზე იმყოფებოდა, სადაც საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება უკვე დაიწყო.

თბილისის მერიის ინფორმაციით, ვაჟა-ფშაველას პირველი ჩიხი გამზირს ზაქარიაძის ქუჩასთან აკავშირებს და საკმაოდ დატვირთული ქუჩაა, რადგან ის ცენტრალურ გამზირზე საგზაო მოძრაობის განტვირთვას მნიშვნელოვნად უწყობს ხელს. ამ მისამართზე მოძრაობა გადაკეტილია, უკვე მოიხსნა ძველი, დაზიანებული საფარი და მიმდინარეობს მიწისქვეშა საკომუნიკაციო კვანძების მოწესრიგება და მათი მიყვანა საგზაო ნიშნულამდე. ამ მისამართზე ასფალტის საფარის მოწყობა 2 492მ2 ფართობზე იგეგმება.

მათივე ცნობით, კაპიტალურად შეკეთდება გზის საფარი ანტონოვსკაიას ქუჩაზე, რომელიც ვაჟა-ფშაველასა და ყაზბეგის გამზირებს აკავშირებს. პირველადი სამუშაოები აქაც პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს. ასფალტის საფარი აქ 1851 მ2 ფართობზე დაიგება, მოწესრიგდება მიწისქვეშა კომუნიკაციები და მოეწყობა ტროტუარები.

გამგებელი შემსრულებელი კომპანიის წარმომადგენელს გაესაუბრა და სამუშაოების დასრულების ვადებით დაინტერესდა. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ყველა ობიექტზე მუშაობა გეგმა-გრაფიკის მიხედვით წარიმართოს. ბექა მიქაუტაძე ადგილობრივ მოსახლეობასაც შეხვდა და მიმდინარე სამუშაოების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

“ამ მისამართებზე გზა სავალალო მდგომარეობაში იყო, ძველი საფარის მოხსნის შედეგად კი აღმოჩნდა მიწისქვეშა კომუნიკაციების ჭები, რომლებიც ასფალტით იყო გადაფარული. იყო 20-მდე დაზიანებული ჭა, რომელთა შეკეთებაც მიმდინარეობს. სამუშაოები გეგმა-გრაფიკის მიხედვით მიდის და ვიმედოვნებთ, რომ რამდენიმე კვირაში აქ გზის მოასფალტება უკვე დასრულებული იქნება“, - განაცხადა ბექა მიქაუტაძემ.

კომპანია „ჯეოსერვისი“ ამჟამად საგზაო სამუშაოების საბურთალოს რაიონში 6 ობიექტზე აწარმოებს

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ლაშა შავდათუაშვილი და ეთერი ლიპარტელიანი ძიუდოში ევროპის ჩემპიონები გახდნენ
ენმ-ის თავმჯდომარე: ივანიშვილი ზახაროვას დავალებას ბრწყინვალედ ასრულებს
ფრანგმა კანონმდებლებმა კოლონიური ეპოქის დროს ჩამორთმეული ძვირფასი ნივთების დაბრუნების შესახებ კანონი დაამტკიცეს
საქართველოში სოციალური დახმარების მიმღებთა რაოდენობა თითქმის 6%-ით შემცირდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics