02:33 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-10-26 18:24:20, 294 ნახვა

პოლიტიკა
17 საათისთვის არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 1768816 მოქალაქემ, რაც ამომრჩევალთა 50.6% -ია

17 საათისთვის არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 1768816 მოქალაქემ, რაც ამომრჩევალთა 50.6% -ია. - შესაბამისი მონაცემები ცესკომ გამოაქვეყნა.

რეგიონების მიხედვით, ოლქებში მოსული ამომრჩევლები ამდაგვარად გადანაწილდა: 17 საათისთვის სამეგრელო-ზემო სვანეთი 160651 ამომრჩეველი, რაც 47.84 %-ია. იმერეთი 264496 ამომრჩეველი რაც, 51.26 %ია. სამცხე-ჯავახეთი 75207 ამომრჩეველი რაც 52.38 % ია.  კახეთი ამ დროისთვის ხმა მისცა 151339 ამომრჩეველმა რაც 51.33 %-ია.  ქვემო ქართლი 169472 ამომრჩეველი რაც 42.29 % - ია.  შიდა ქართლი119444 ამომრჩეველი რაც 50.67 % ია. რაჭა ლეჩხუმი  17989 ამომრჩეველი რაც 61.81 % ია.  აჭარა 168233 მოქალაქემ მისცა ხმა, პროცენტულად 53.05 %. მცხეთა-მთიანეთი 46132 რაც 51.93 %-ია. თბილისი 540549 რაც 52.42 %-ს შეადგენს.

„ამ დროისათვის კენჭისყრა ძირითადად მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. პროცესი აჩვენებს, რომ ამომრჩევლებმა ძალიან კარგად და მარტივად მიიღეს ელექტრონული ტექნოლოგიები და შეუფერხებლად აკეთებენ საკუთარ არჩევანს. ამომრჩეველთა აქტივობა შემდეგია: 17:00 საათის მდგომარეობით საარჩევნო უბნებზე მივიდა 1 768 816 ამომრჩეველი, რაც 50.6%-ს შეადგენს.“ - განაცხადა ცესკოს პრესპიკერმა ნათია იოსელიანმა.’

15:00 საათის მონაცემებით, საარჩევნო უბნებზე 1 454 837ამომრჩეველი მივიდა, რაც 41.62%-ს შეადგენს. 

ამომრჩევლებს საერთო ჯამში 3 111 საარჩევნო უბანი ემსახურება. საქართველოში გახსნილია 3 044 უბანი, მათ შორის 13 გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი უბანი, საიდანაც 12 პენიტენციურ დაწესებულებებში, 1 კი ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრშია გახსნილი. რაც შეეხება საზღვარგარეთ შექმნილ უბნებს - 42 ქვეყნის 53 ქალაქში შექმნილია 67 საარჩევნო უბანი. ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით არჩევნები საქართველოში 2 263 უბანზე ტარდება, დანარჩენ უბნებზე, ასევე საზღვარგარეთ, კენჭისყრა ტრადიციული წესით იმართება.

საარჩევნო პროცესს დააკვირდება 76 საერთაშორისო ორგანიზაციის 1 700-ზე მეტი  დამკვირვებელი, 111 ადგილობრივი ორგანიზაციის 23 000-ზე მეტი დამკვირვებელი, ასევე პროცესს გააშუქებს 199 მედია ორგანიზაციის 2 800-ზე მეტი წარმომადგენელი

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics