|
2024-10-26 18:20:58, 405 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე - უკვე გვაქვს გარანტირებული დიდი უპირატესობით გამარჯვება, მაღალი ამბიცია გვაქვს, მივიღოთ საკონსტიტუციო უმრავლესობა [ვიდეო]
ჩვენ უკვე გვაქვს გარანტირებული დიდი უპირატესობით დამაჯერებელი გამარჯვება, ამას მოწმობს ის მონაცემები, რომლებიც არის წარმოდგენილი. თუმცა, ჩვენ გვაქვს უფრო მაღალი ამბიცია. ჩვენ გვაქვს უფრო მაღალი ამბიცია, გვინდა, მივიღოთ საკონსტიტუციო უმრავლესობა, რაც ამ ეტაპზე ჯერ არ არის გარანტირებული,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. კობახიძემ მოქალაქეებს აქტიურობისკენ მოუწოდა. „ჯერ კიდევ არის დარჩენილი 2 საათი, მოსასვლელია ორასი ათასზე მეტი ამომრჩეველი, შესაბამისად, საჭიროა თითოეული ამომრჩევლის მობილიზება, ქუდზე კაცი, რომ ჩვენ არა მხოლოდ დამაჯერებელი გამარჯვება მოვიპოვოთ, დიდი უპირატესობთ მოვიგოთ, არამედ მივიღოთ საკონსტიტუციო უმრავლესობა, რაც არის ჩვენი პოლიტიკური ამოცანა. მოვუწოდებთ ჩვენს ამომრჩევლებს, გამოცხადდნენ საარჩევნო უბნებზე“,- განაცხადა კობახიძემ.
კანადამ და ევროკავშირმა ალიანსის შექმნის შესახებ განაცხადეს
აშშ-ის სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციას საარჩევნო კომისიის წევრების დაშინება აუკრძალა
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა საკონსტიტუციო ტრიბუნალთან დაკავშირებულ კონფლიქტზე - კანონის უზენაესობის აღდგენა ჩვენი მოვალეობაა
პოლონეთის პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ტრიბუნალის შენობა დატოვა, საპროტესტო აქციები გაგრძელდა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)