|
2024-10-26 16:23:02, 378 ნახვა
პოლიტიკა
ბეჟაშვილი - ისანში, ჩვენ წარმომადგენელ მარიამ დოლიძეს თავს დაესხნენ - ის საავადმყოფოშია გადაყვანილი [ვიდეო]
ისანში, ჩვენ წარმომადგენელ მარიამ დოლიძეს ორჯერ დაესხნენ თავს. მე-2 თავდასხმის დროს გამოიყენეს დუბინკები და ახლა ის საავადმყოფოშია გადაყვანილი - აი, ეს არის “ქართული ოცნების“ რეალური სახე,- ამის შესახებ “ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, “ქართული ოცნების“ "ზონდერჯგუფების" მხრიდან თავდასხმა მოხდა ყვარელშიც, მე-11 საარჩევნო უბანზე, სადაც “ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს დაესხნენ თავს“. "ის თავდასხმები, რომელიც ორგანიზებულია საქართველოს მთლიან ტერიტორიაზე, მეტყველებს იმაზე, რომ “ქართული ოცნება“ აგებს არჩევნებს. ჩვენ ვართ ყველა უბანზე და ვიცავთ ჩვენი მოქალაქეების ხმებს. მივმართავ შინაგან საქმეთა მინისტრ გომელაურს, თუ მას აქვს მუნდირის ღირსება, მან უნდა მიიღოს გადამწყვეტი ზომები ძალადობის აღსაკვეთად, ეს არ არის საამართლიანი და თავისუფალი საარჩევნო გარემო. მარიამის თქმით, თავდამსხმელები არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ, აწყობდნენ პროვოკაციებს. მას შემდეგ კი, რაც მარიამმა კანონის მითითებით ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდა - ფიზიკურად გაუსწორდნენ. ის საავადმყოფოშია გადაყვანილი, აქვს დაზიანებები მუცლისა და თავის არეში",- განაცხადა ბეჟაშვილმა.
კანადამ და ევროკავშირმა ალიანსის შექმნის შესახებ განაცხადეს
აშშ-ის სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციას საარჩევნო კომისიის წევრების დაშინება აუკრძალა
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა საკონსტიტუციო ტრიბუნალთან დაკავშირებულ კონფლიქტზე - კანონის უზენაესობის აღდგენა ჩვენი მოვალეობაა
პოლონეთის პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ტრიბუნალის შენობა დატოვა, საპროტესტო აქციები გაგრძელდა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)